შინ კანონმდებლობა და სტანდარტები

კანონმდებლობა და სტანდარტები

by admin
ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები

ტექნიკური რეგლამენტი – „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ არის „საერთაშორისო კოდექსების საბჭოს“ ძირითადი კოდექსის „საერთაშორისო – შენობა-ნაგებობის კოდექსის“ თარგმანი.

 

საერთაშორისო კოდექსები

საერთაშორისო კოდექსების საბჭოს (ICC) კოდექსები არის ყოვლისმომცველი, ურთიერთავსებადი და გაახლებადი. იგი უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებას, მინიმალურად აუცილებელი უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის გზით.

საერთაშორისო კოდექსების საბჭოს კოდექსები არის სამოდელო კოდექსებირაც ნიშნავს შემდეგს – ნებისმიერ შტატს, ქვეყანას ან თვითმმართველობას შეუძლია შეიძინიოს მისი გამოყენების უფლება და კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე არჩეული კოდექსების საფუძველზე, სათანადო მოდიფიცირების გზით, შექმნას თავისი, თავიანთ ტერიტორიაზე სამოქმედო კოდექსები/წესები.

საერთაშორისო კოდექსების საბჭოს კოდექსებია:

  1. საერთაშორისო – შენობა-ნაგებობის კოდექსი;
  2. საერთაშორისო – მექანიკური კოდექსი;
  3. საერთაშორისო – წყალგაყვანილობის კოდექსი;
  4. საერთაშორისო – საწვავი აირის კოდექსი;
  5. საერთაშორისო – საცხოვრებლის კოდექსი;
  6. საერთაშორისო – სახანძრო კოდექსი;
  7. საერთაშორისო – არსებული შენობა-ნაგებობის კოდექსი;
  8. საერთაშორისო – ენერგოდაზოგვის კოდექსი;
  9. საერთაშორისო – საკუთრების მოვლის კოდექსი;
  10. საერთაშორისო – ველური ბუნებისა და დასახლებული ტერიტორიის გამიჯვნის კოდექსი;
  11. საერთაშორისო – ზონირების კოდექსი;
  12. საერთაშორისო – მწვანე სამშენებლო კოდექსი;
  13. საერთაშორისო – საცურაო აუზისა და სპას კოდექსი;
  14. საერთაშორისო – კოდექსების საბჭოს საანგარიშო კოდექსი შენობისა და ნაგებობისათვის.

 

 

ევროპული სტანდარტები (ნორმები)

ევროკოდექსები ევროპული სტანდარტებია, რომელიც ევროკავშირში სტანდარტიზაციისათვის ევროპული კომიტეტის მიერ  ჰარმონიზებულ ტექნიკური წესების კრებულს წარმოადგენს,  იგი შემუშავებულია სამშენებლო სამუშაოების სტრუქტურული დიზაინისათვის (დაგეგმარებისათვის) და მოიცავს:

  1. EN 1990: სტრუქტურული დიზაინის (დაგეგმარების) საფუძვლებს;
  2. EN 1991: (ევროკოდექსი 1) ზემოქმედებას სტრუქტურებზე;
  3. EN 1992: (ევროკოდექსი 2) ბეტონის სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას);
  4. EN 1993: (ევროკოდექსი 3) ფოლადის სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას);
  5. EN 1994: (ევროკოდექსი 4) ფოლადის და ბეტონის კომპოზიტური სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას);
  6. EN 1995: (ევროკოდექსი 5) ხის სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას);
  7. EN 1996: (ევროკოდექსი 6) წყობის სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას);
  8. EN 1997: (ევროკოდექსი 7) გეოტექნიკურ დიზაინს (დაგეგმარებას);
  9. EN 1998: (ევროკოდექსი 8) მიწისძვრამედეგი სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას);
  10. EN 1999: (ევროკოდექსი 9) ალუმინის სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას).