„შენობა–ნაგებობების ინსტიტუტი – საქართველო“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არამომგებიან) იურიდიულ პირს, რომლის მიზანია:
- სივრცით დაგეგმვასთან, განაშენიანების დაგეგმარებასთან და შენობა–ნაგებობებთან დაკავშირებული საქმიანობის განვითარებაში, მათ შორის შესაბამისი კანონმდებლობის, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავებაში და დანერგვაში მონაწილეობა.
- შენობა–ნაგებობების დაგეგმარებაში, მშენებლობასა და შენობების მოვლაში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
„შენობა–ნაგებობების ინსტიტუტი – საქართველო“ ხელს უწყობს საქართველოში შენობა–ნაგებობებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების და სტანდარტების განვითარების პროცესს, რათა აგებული შენობა–ნაგებობები იყოს უსაფრთხო, მდგრადი და მისაწვდომი.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით - 599 56 14 84 - vkukhianidze@gib.org.ge - info@gib.org.ge