შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები ლიფტის ფოიე

ლიფტის ფოიე

by giorgi lotishvili

ამ თემაში არის 2 პასუხი, 2 მონაწილე, და ბოლოს განახლდა  giorgi lotishvili -ის მიერ 2 года/лет, 3 თვე წინ.

ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #2186

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    მოგესალმებით კოლეგებო. 37 მეტრს ზემოთ მოთხოვნილია სახანძრო-სამაშველო ლიფტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ფოიე 14 კვ/მ. ამ ფოიეს უნდა ქონდეს დამაკავშირებელი კარი გზა-კიბის შემოზღუდვასთან. წესებში ვერ ვიპოვე ვერსად, რომ ამ კარის გარდა ლიფტების ფოიეს მოეთხოვება მეორე კარი, რომელიც დერეფანთან დააკავშირებს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი არის თუ არა სახანძრო სამაშველოს ლიფტების ფოიეს ქონდეს მხოლოდ ერთი კარი (გზა-კიბესთან დამაკავშირებელი) და არ ქონდეს სხვა კარები? და მაინტერესებს წესებში ეს კომპონენტი დასაშვები არის თუ არა სად ვეძიო.

    როდესაც ლიფტი ემსახურება სამზე მეტ სართულს ესაჭიროება ფოიე. ვიცოდი რომ ამ ფოიეს გზა-კიბის შემოზღუდვასთან დამაკავშირებელი კარი ეკრძალებოდა (გარდა 37 მეტრს ზემოთ ნაგებობებისა). ვერ ვიპოვე წესებში ეს აკრძალვა სად წერია. თუ შეგიძლიათ რამე მირჩიეთ.

    #2187

    Tamta Sulava
    მონაწილე

    გამარჯობა გიორგი,

    1707.1 პუნქტის თანახმად 37 მეტრზე მაღალი შენობის ნებისმიერ იატაკს/სართულს უნდა ემსახურებოდეს სახანძრო-სამაშველო დანაყოფისათვის მისადგომი ლიფტი. აღნიშნული ლიფტი და ლიფტის მომსახურე ფოიეს აუცილებლობა გამომდინარეა მაღლივ შენობებში ეფექტური ხანძარქრობისა და დაზარალებულთა სწრაფი ევაკუაციისათვის. თითოეულ სართულზე ლიფტის ფოიე ერთგვარი უსაფრთხო პუნქტია მეხანძრეებისა და მაშველებისათვის და სწორედ ამ პუნქტიდან ხორციელდება სართულის ხანძარსაშიში ადგილების ლიკვიდაცია. შესაბამისად ბუნებრივია, რომ ლიფტის ფოიესა და სართულს შორის უშუალო კავშირი უნდა იყოს როგორც ხანძრის ლიკვიდაციის, ასევე დაზარალებულთა ევაკუაციის კუთხით. გზა-კიბეში შემავალი კარი კი დამხმარე ინსტრუმენტია გზა-კიბის საზღვრებში მოქცეული მილდგარით სარგებლობის კუთხით. სახანძრო ლიფტები 37 მეტრზე მაღალ შენობებში ამ მიზნობრიობიდან გამომდინარე განისაზღვრა აუცილებლობად. უფრო დეტალური ინფორმაცია სახანძრო ლიფტებთან დაკავშირებით შეგიძლია მოიძიო სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის გვერდზე (https://www.nist.gov/). გამომდინარე აქედან ჩემი მოსაზრებით სავალდებულოა ფოიესა და დერეფნის უშუალო კავშირი.

    რაც შეეხება სტანდარტული ლიფტის ფოიესა და გზა-კიბის ურთიერთკავშირს, გზა-კიბეში დასაშვებად მიიჩნევა დაკავებულო სივრცეებიდან მიდგომა და იკრძალება დაუკავებელი სივრცეებთან პირდაპირი კავშირი და ლიფტის კარის გაჭრა. წესებში და არც IBC-ში არაფერს ლაპარაკობენ ლიფტის მომსახურე ფოიესა და გზა-კიბის კავშირის შესაძლებლობაზე ან აკრძალვაზე. შესაბამისად აღნიშნული ვფიქრობ, რომ მსჯელობის საგანია, თუმცა მე პირადად გასასვლელ კომპონენტში კვამლის შეღწევის თავიდან არიდების მიზნით კიბესა და ლიფტის ფოიეს არ ვაკავშირებ ერთმანეთთან.

    #2189

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    რა თქმა უნდა თვითოეულ დეტალში გეთანხმები და მეც შესაბამისად ვაგეგმარებინებ ამ კომპონენტებს, თუმცა აღმოჩნდა ერთი არქიტექტორი, რომელმაც მომთხოვა ქვეთავებით დამემტკიცებინა მისთვის ის რასაც ვურჩევდი. აღმოჩნდა რომ კონკრეტული მითითებები ამ კუთხით არ არსებობს.

    მადლობა თამთა მოსაზრების გაზიარებისთვის. ვაფასებ შენს ნიჭიერებას.

ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.