ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“
ტექნიკური რეგლამენტი – „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ არის „საერთაშორისო კოდების საბჭოს“ ძირითადი კოდის „საერთაშორისო – შენობა-ნაგებობის კოდის/სამშენებლო კოდის“ თარგმანი.
საერთაშორისო კოდები
საერთაშორისო კოდების საბჭოს (ICC) კოდები არის ყოვლისმომცველი, ურთიერთავსებადი და გაახლებადი. იგი უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებას, მინიმალურად აუცილებელი უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის გზით.
საერთაშორისო კოდების საბჭოს კოდები არის სამოდელო კოდები, რაც ნიშნავს შემდეგს – ნებისმიერ შტატს, ქვეყანას ან თვითმმართველობას შეუძლია შეიძინიოს მისი გამოყენების უფლება და კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე არჩეული კოდექსების საფუძველზე, სათანადო მოდიფიცირების გზით, შექმნას თავისი, თავიანთ ტერიტორიაზე სამოქმედო კოდები/წესები.
საერთაშორისო კოდების საბჭოს კოდებია:
- საერთაშორისო – შენობა-ნაგებობის კოდი/სამშენებლო კოდი;
- საერთაშორისო – მექანიკური კოდი;
- საერთაშორისო – წყალგაყვანილობის კოდი;
- საერთაშორისო – საწვავი აირის კოდი;
- საერთაშორისო – საცხოვრებლის კოდი;
- საერთაშორისო – სახანძრო კოდი;
- საერთაშორისო – არსებული შენობა-ნაგებობის კოდი;
- საერთაშორისო – ენერგოდაზოგვის კოდი;
- საერთაშორისო – საკუთრების მოვლის კოდი;
- საერთაშორისო – ველური ბუნებისა და დასახლებული ტერიტორიის გამიჯვნის კოდი;
- საერთაშორისო – ზონირების კოდი;
- საერთაშორისო – მწვანე სამშენებლო კოდი;
- საერთაშორისო – საცურაო აუზისა და სპას კოდი;
- საერთაშორისო – კოდების საბჭოს საანგარიშო კოდი შენობისა და ნაგებობისათვის.
ევროპული სტანდარტები (ნორმები)
ევროკოდექსები ევროპული სტანდარტებია, რომელიც ევროკავშირში სტანდარტიზაციისათვის ევროპული კომიტეტის მიერ ჰარმონიზებულ ტექნიკური წესების კრებულს წარმოადგენს, იგი შემუშავებულია სამშენებლო სამუშაოების სტრუქტურული დიზაინისათვის (დაგეგმარებისათვის) და მოიცავს:
- EN 1990: სტრუქტურული დიზაინის (დაგეგმარების) საფუძვლებს;
- EN 1991: (ევროკოდექსი 1) ზემოქმედებას სტრუქტურებზე;
- EN 1992: (ევროკოდექსი 2) ბეტონის სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას);
- EN 1993: (ევროკოდექსი 3) ფოლადის სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას);
- EN 1994: (ევროკოდექსი 4) ფოლადის და ბეტონის კომპოზიტური სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას);
- EN 1995: (ევროკოდექსი 5) ხის სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას);
- EN 1996: (ევროკოდექსი 6) წყობის სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას);
- EN 1997: (ევროკოდექსი 7) გეოტექნიკურ დიზაინს (დაგეგმარებას);
- EN 1998: (ევროკოდექსი 8) მიწისძვრამედეგი სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას);
- EN 1999: (ევროკოდექსი 9) ალუმინის სტრუქტურების დიზაინს (დაგეგმარებას).

