მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › სახანძრო მილდგარი › პასუხი თემაში: სახანძრო მილდგარი
დაწნევის სისტემის არსებობისას გზა-კიბის ყველა კარის დახურვისას კიბის უჯრედში უნდა შეიქმნას მინიმუმ 25 პა და მაქასიმუმ 87 პა წნევა. შესაბამისად კიბის უჯრედში დაწნევის სისტემის არსებობა მოითხოვს, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში კიბის უჯრედის ყველა კარი იყოს დახურული შესაბამისი ერთეული წნევის შესაქმნელად. თუ მილდგარებს კიბის უჯრედში განათავსებთ და ამ მილდგარებით სარგებლობა მოუწევს მეხანძრეს, კიბის კარი ხანძრის დროს გაღებულ მდგომარეობაში იქნება, რაც ვერ უზრუნველყოფს კიბის უჯრედში შესაბამისი პასკალი წნევის შექმნას. ამიტომაც არის ჩანაწერის 905.4 პუნქტში იმის თაობაზე, რომ სახელოს მისაერთებელი უნდა მდებარეობდეს იატაკებს შორის არსებულ შუალედურ დონეზე, თუ სხვაგვარად შეთანხმებული არაა სახანძრო-სამაშველო დანაყოფთან; შესაბამისად თუ სახანძრო სამსახურმა მილდგარების ადგილმდებარეობა კიბის შუალედურ ბაქანზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მილდგარების მათთვის ხელმისაწვდომი ადგილმდებარეობა უნდა განსაზღვროს.

