შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები გასავლელები პასუხი თემაში: გასავლელები

პასუხი თემაში: გასავლელები

by
#1942
Anonymous
Inactive

ვერა, როგორც მივხვდი თქვენი კითხვა მომდინარეობს წესების 1017.5 ქვეთავის მოთხოვნიდან, რომელიც გულისხმობს თავშეყრის ფართობებისა და სქ და სვ ჯგუფებისგან განსხვავებულ
დაკავებულობებში მინიმუმ 90სმ სიგანის გასავლელების დატოვებას,აღნიშნული შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც თავისუფალი გასავლელი სივრცე ავეჯებს შორის, ასევე ავეჯებსა და კედლებს შორის, გასასვლელისკენ სავალი ხაზის გასწვრივ, მაგალითად საცხოვრებელ ბინებში საწოლის კიდიდან მოპირდაპირე კედლამდე უნდა დარჩეს 90სმ გასავლელი, რომ დამკავებელმა შეძლოს ოთახის გავლით საცხოვრებელი ერთეულის გასასვლელ კარამდე შეუფერხებლად მისვლა.