მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › საკადასტრო ერთეულები. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები › პასუხი თემაში: საკადასტრო ერთეულები. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები
გიორგი მოგესალმებით,
დასავლეთის მხარეს მდებარე მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან დაკავშირებით კონკრეტული მითითება რადგან არ არსებობს წესებში, შესაძლებელია აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს
თქვენს სასარგებლოდ მშენებლობის ნებართვის გამმცემმა ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არქიტექტურის სამსახურს ან მოითხოვოთ შეხვედრა და დასვათ აღნიშნული საკითხი.
სამხრეთის მხარეს არსებულ ნაკვეთთან დაკავშირებით, რადგან მასზე გავრცელებულია სარეკრეაციო ზონა და არის ქალაქის საკუთრებაში, ვფიქრობ ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის თუ გაზომავთ საზოგადოებრივი გზის შუახაზამდე არქიტექტურის სამსახური ჩაგითვლით სწორ ქმედებად.

