მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › საკადასტრო ერთეულები. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები › პასუხი თემაში: საკადასტრო ერთეულები. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები
უღრმესი მადლობა ბატონო სანდრო და ბატონო ვაჟა გონივრული რჩევისთვის. ეს ნაგებობა არის დიდი მალით (24 მეტრზე მეტით) და განეკუთვნება მეხუთე კლასს. შესაბამისად ნებართვის გამცემ ორგანოდ განიხილება ეკონომიკის სამინისტრო. მათთან გავიარე კონსულტაცია ამ საკითხზე და მითხრეს, რომ ორ საკადასტრო ერთეულად გაყოფა არავითარ პრობლემად არ მიაჩნიათ ღიობების მოწყობის კუთხით და რადგან ერთიდაიგივე მესაკუთრე ყავს და ერთმანეთის მომიჯნავეა შესაძლებელია ერთ ნაკვეთად განიხილებოდესო. (ტერიტორია რიალურად ერთი ეზოა). მეპატრონეს არ უნდა საკადასტრო ერთეულების გაერთიანება. არქიტექტორების სურვილია იმ კედელზე ღიობები მოეწყოს, ნებართვის გამცემი ორგანოც ამ საკითხზე თანახმაა და ჩვენ შუა რგოლი 41-ის კონსულტანტები ვცდილობდით რაიმე მეთოდით გვეპოვნა გამოსავალი რათა იმ ფასადზე ღიობები დაგვეშვა, თუმცა მგონი ეს არ გამოვა.

