მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › სავალი მანძილები › პასუხი თემაში: სავალი მანძილები
1016.3. გაზომვა
გასასვლელთან მისადგომის საზღვრებში მოქცეული სავალი მანძილი უნდა გაიზომოს სართულის საზღვრებში მდებარე ყველაზე მოშორებული წერტილიდან გასასვლელისკენ სავალი
ნებისმიერი თარაზული და შვეული, ბუნებრივი და ჩაუხერგავი ბილიკის გასწვრივ გასასვლელში შესასვლელამდე.
აქ იგულისხმება მანძილი, რომელსაც დამკავებელი გაივლის ჩაუხერგავი მინიმუმ 90სმ(ცვალებადი ზომა) სიგანის ბილიკის გასწვრივ ავეჯებს, დახლებს და სხვა წინაღობებს შორის გასასვლელი საშუალების კარამდე(შემოზღუდულ გზა-კიბეში შესასვლელი კარი, გარეთ გასასვლელი გზა-კარი და სხვა.)
გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბეების და პანდუსების შემთხვევაში მანძილს ემატება გზა-კიბის მარშების სიგრძე ან პანდუსის სიგრძე. იხილეთ წესების ქვეთავი 1016.3.1

