შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები კარის ზომები პასუხი თემაში: კარის ზომები

პასუხი თემაში: კარის ზომები

by Tamta Sulava
#1936
Tamta Sulava
მონაწილე

კარის გამტანუნარიანობის გამოსათვლელად დაკავებულობის დატვირთვა უნდა გაამრავლოთ 5,1მმ.-ზე (თუ შენობაში საშხეფი სისტემა და საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა არაა დაყენებული) ან 3.8 მმ.-ზე (თუ შენობაში საშხეფი სისტემა და საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა დაყენებულია). თუ აღნიშნული გამოთვლით მიღებული მაჩვენებელი 82 სმ-ზე ნაკლებია, ასეთ შემთხვევაში მაინც მინიმალური მოთხოვნით უნდა იხელმძღვანელოთ 82 სმ-ის სახით. 82 სანტიმეტრი არის 90 გრადუსით გაღებული კარის სუფთა სიგანე, კარის ფრთისა და ჩარჩოს გარეშე.

რაც შეეხება კარის სუფთა მინიმალურ სიმაღლეს, იგი უტოლდება 2,05 მეტრს.

მინიმალური სიგანისადმი მოთხოვნები არ ვრცელდება სც2 და სც3 ჯგუფის დაკავებულობებში ისეთი კარისადმი, რომელიც აუცილებელი გასასვლელი საშუალების ნაწილი არ არის.