მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › კიბის მარშის სიგანე › პასუხი თემაში: კიბის მარშის სიგანე
გზა-კიბის გამტანუნარიანობის გამოსათვლელად დაკავებულობის დატვირთვა უნდა გამრავლდეს 7,6მმ-ზე (თუ შენობაში ავტოსაშხეფი სისტემა და საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა არ არის დაყენებული) ან 5,1 მმ.-ზე (თუ შენობაში ავტოსაშხეფი სისტემა და საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა დამონტაჟებულია). მიღებული მაჩვენებელი არის ის სიგანე, რაც საჭიროა ხალხის ევაკუაციისათვის. თუმცა თუ შენობას ემსახურება 2 ან ორზე მეტი კიბე, შესაძლებელია მიღებული მაჩვენებელი გაიყოს 2-ზე ან იმ რაოდენობაზე, რამდენი კიბის უჯრედიც ემსახურება სართულს, მთავარია, რომ ერთი გასასვლელის გაუქმებამ ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობა აუცილებელი გამტარუნარიანობის 50%-ზე ნაკლებად არ შეამციროს.
თუ ზემოაღნიშნული გამოთვლით მიიღებთ 1,10 მეტრზე ნაკლებ ზომას, აუცილებელი მინიმალური მოთხოვნა 1,10 მეტრის სახით მაინც უნდა დაიცვათ. 1,10 მეტრი უნდა განისაზღვროს მოაჯირებს შორის ან მოაჯირის კიდიდან კედლის კიდემდე. თუმცა ასევე უნდა გაითვალისწინოთ 1007.3 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ თუ კიბეს გამოიყენებთ აუცილებელ მისაწვდომ გასასვლელ საშუალებად, ასეთი კიბის თავისუფალი სიგანე სახელურებს შორის უნდა გაუტოლდეს 1,20 მეტრს. (#41-ში 1,20 მეტრი მოთხოვნილია მოაჯირებს შორის, თუმცა IBC-ს ორიგინალი ვერსია 1,20 მეტრს გვავალდებულებს სახელურებს შორის, შესაბამისად მე პირადად 1,20 მეტრს სახელურებს შორის ვაცვევინებ).

