შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები დამკავებელთა რეალური რაოდენობა პასუხი თემაში: დამკავებელთა რეალური რაოდენობა

პასუხი თემაში: დამკავებელთა რეალური რაოდენობა

by
#1959
Anonymous
Inactive

თამთა გამარჯობა, მე მქონდა მსგავსი შემთხვევა და ვისარგებლე 1004.1.2 ქვეთავის გამონაკლისით, ჩემს შემთხვევაში საქმე ეხებოდა 2000 კვ.მ ფართობის მქონე კაზინოს, სადაც დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორი სათამაშო დარბაზებში წესების 1004.1.2 ცხრილის მიხედვით არის 1 (მთლიანი) და დაკავებულობის დატვირთვა გამოდიოდა 1000-ზე მეტი, თუმცა დამკივეთის განცხადებით მაქსიმალური დაკავებულობის დატვირვთვა არ გასცდებოდა 300 დამკავებელს, რის დასტურადაც დამკვეთმა დაწერა განცხადება არქიტექტურის სამსახურის სახელზე, სადაც მიუთითა რომ კაზიონოს ექსპლუატაციის პერიდოში არასდროს არ ეყოლებოდა 300-ზე მეტი დამკავებელი იმ კონკრეტულ სივრცეში და თავის თავზე იღებდა როგორც აღნიშნული რიცხვის კონტროლს ისე პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ პროექტი არ შეთანხმდა საბოლოოდ სხვა მიზეზების გამო, რომელიც არ ეხებოდა წესებს, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე მერიიდან არ ყოფილა ხარვეზი.