მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › სათბურები › პასუხი თემაში: სათბურები
დავით მოგესალმებით,
სათბურებზე წესების მოთხოვნები ვრცელდება იმავე დონით როგორც ნებისმიერ სხვა დაკავებულობაზე, პირველ რიგში სათბურები წესების 312-ე ქვეთავიდან გამომდინარე ექვემდებარება დს დაკავებულობის ჯგუფს და კონსტრუქციის ტიპის ცვლილება არ მოახდენს დაკავებულობის ჯგუფზე არანაირ გავლენას. რაც შეეხება კონკრეტულად კონსტრუქციის ტიპს, აღნიშნული დამოკიდებულია სათბურის ფართობზე და ნაგებობის სიმაღლეზე, თუ გსურთ რომ სათბური გავიდეს როგორც მემბრანული ნაგებობა, ასეთ შემთხვევაში უნდა დაიცვათ წესების 1802.3 ქვეთავის მოთხოვნა, სადაც ჩამოთვლილია კონკრეტული კონსტრუქციის ტიპები (IIB, IV და V ტიპი) და სათბურის ფართობი/სიმაღლე უნდა აკმაყოფილებდეს წესების 503 ცხრილში მოცემულ შეზღუდვებს აღნიშნული კონსტრუქციის ტიპის ქვეშ მყოფ დს დაკავებულობის ჯგუფთან დაკავშირებით, თუ საპროექტო ფართობი აღემატება დაშვებულს, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ IB ან IA კონსტრუქციის ტიპები, თუმცა უკვე აღარ გექნებათ კონკრეტულად მემბრანული ნაგებობა, არამედ ცეცხლმედეგობის ხარისხის მქონე სტრუქტურული ელემენტებისგან შემდგარი ნაგებობა. დამატებით იხილეთ წესების 601 და 503 ცხრილები.

