შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილის და საერთო ბილიკის გაზომვა პასუხი თემაში: გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილის და საერთო ბილიკის გაზომვა

პასუხი თემაში: გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილის და საერთო ბილიკის გაზომვა

by VERA ZAGASHVILI

მთავარი ფორუმი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილის და საერთო ბილიკის გაზომვა პასუხი თემაში: გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილის და საერთო ბილიკის გაზომვა

#2059
VERA ZAGASHVILIVERA ZAGASHVILI
მონაწილე

სანდრო, ვინაიდან პროექტირების ეტაპზევე ვითხოვთ დაკავებულ სივრცეებში ავეჯის გამოხაზვას, გასასვლელამდე მისადგომი სავალი მანძილებიც თავისთავად დაგვაქვს ავეჯის გეგმარების გათვალისწინებით, რაც ლოგიკურია, თუმცა ვფიქრობ, რომ ვინაიდან ავეჯის განლაგების სქემა სამომავლოდ უცნობია და მუდმივად ცვალებადია, თავდაპირველადვე გამოთვლის დონეზევე თუ ვიანგარიშებთ მაქსიმალურ მანძილებს (ანუ კედლებს გავაყოლებთ) არ იქნება ურიგო.

ასევე ვფიქრობ, რომ ისეთ სივრცეებში, როგორიცაა დერეფნები, ჰოლები, საზაფხულო ფართები, ასევე ისეთი სპეციფიური სივრცეები, რომლებიც შესაძლებელია არ იყოს აღჭურვილი ავეჯით, გასასვლელამდე სავალი მანძილები შესაძლებელია გადაიკვეთოს დიაგონალურად.

რაც შეეხება მითითებულ ხარვეზს, ვინაიდან წესებში არ არის მსგავსი სახის ჩანაწერი (ანუ არ არის განსაზღვრული თუ რა სახით უნდა მოხდეს ავეჯთან მიმართებაში სავალი მანძილის გაზომვა), ვფიქრომ რომ შეგიძლია დაიცვა შენი პოზიცია.