მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › დამკავებელთა რეალური რაოდენობა › პასუხი თემაში: დამკავებელთა რეალური რაოდენობა
გამარჯობათ. მე ამ საკითხს შევხედავდი მწვანედ დაშტრიხული სივრცის ფუნქციის განსაზღვრის კუთხით. რიალურად რაში იქნება გამოყენებული ეს სივრცე? თუ ეს არის თავშეყრა რათქმაუნდა მივანიჭებდი თავშეყრის დაკავებულობას, თუ ეს არის საზაფხულო სივრცე და იმ სართულის საქმიან დაკავებულობებში მყოფი ხალხი სარგებლობს მხოლოდ – ამ შემთხვევაში დაკავებულობას საერთოდ არ მოვანიჭებდი. შესაძლებელია მიუდგე სხვა კუთხითაც – სივრცეს მიანიჭო რაღაც კონკრეტული დაკავებულობა და დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორი შეარჩიო სხვა. მაგ: რესტორნის დარბაზი და მისი სამზარეულო ორივე თვ-2-ია მაგრამ დაკ. დატირთვის ფაქტორი აქვს განსხვავებული. ან სწ-2 ერთ შემთხვევაში შესაძლოა იყოს საწყობი და მეორე შემთხვევაში ავტოსადგომი, აქაც განსხვავდება დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორები. ასეთ საკითხებში, რომლებიც კონკრეტულად არაა განსაზღვრული კანონში უნდა მიუდგე რომელიმე სხვა ფუნქციის მიმსგავსების მეთოდით და ეს ყველაფერი ექსპერტიზაში დაასაბუთო.

