მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › ჩიხური დერეფნები ერთ გასასვლელიან მრავალბინიან ნაგებობაში › პასუხი თემაში: ჩიხური დერეფნები ერთ გასასვლელიან მრავალბინიან ნაგებობაში
სექტემბერი 12, 2018 19:29-ზე
#2142
მონაწილე
მადლობას გიხდით რჩევისათვის. რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრებაც ეს იყო, ერთ გასასვლელიან სივრცეში ჩიხური დერეფანი ვერ განისაზღვრება, ამას ადასტურებს თქვენს მიერ მითითებული ქვეთავი (1018.4), თუმცა არქიტექტურის სამსახურიდან ეს ხარვეზი გამომივიდა (ჩემს დაექსპერტებულ პროექტზე AR1607713, რომლის გასასვლელების რაოდენობა განსაზღვრულია 1021.2(1) ცხრილის მიხედვით და მეორე სართულიდან ზემოთ ყველა სართული ერთი გასასვლელითაა). ვიფიქრე იქნებ ვცდებითქო და რაიმე სხვა მიდგომა არსებობს ამ კუთხითქო, ამის გამო დავსვი ეს კითხვა. თუმცა აღმოჩნდა რომ ხარვეზია შეცდომით დაწერილი.

