მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › ლიფტის ფოიე › პასუხი თემაში: ლიფტის ფოიე
გამარჯობა გიორგი,
1707.1 პუნქტის თანახმად 37 მეტრზე მაღალი შენობის ნებისმიერ იატაკს/სართულს უნდა ემსახურებოდეს სახანძრო-სამაშველო დანაყოფისათვის მისადგომი ლიფტი. აღნიშნული ლიფტი და ლიფტის მომსახურე ფოიეს აუცილებლობა გამომდინარეა მაღლივ შენობებში ეფექტური ხანძარქრობისა და დაზარალებულთა სწრაფი ევაკუაციისათვის. თითოეულ სართულზე ლიფტის ფოიე ერთგვარი უსაფრთხო პუნქტია მეხანძრეებისა და მაშველებისათვის და სწორედ ამ პუნქტიდან ხორციელდება სართულის ხანძარსაშიში ადგილების ლიკვიდაცია. შესაბამისად ბუნებრივია, რომ ლიფტის ფოიესა და სართულს შორის უშუალო კავშირი უნდა იყოს როგორც ხანძრის ლიკვიდაციის, ასევე დაზარალებულთა ევაკუაციის კუთხით. გზა-კიბეში შემავალი კარი კი დამხმარე ინსტრუმენტია გზა-კიბის საზღვრებში მოქცეული მილდგარით სარგებლობის კუთხით. სახანძრო ლიფტები 37 მეტრზე მაღალ შენობებში ამ მიზნობრიობიდან გამომდინარე განისაზღვრა აუცილებლობად. უფრო დეტალური ინფორმაცია სახანძრო ლიფტებთან დაკავშირებით შეგიძლია მოიძიო სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის გვერდზე (https://www.nist.gov/). გამომდინარე აქედან ჩემი მოსაზრებით სავალდებულოა ფოიესა და დერეფნის უშუალო კავშირი.
რაც შეეხება სტანდარტული ლიფტის ფოიესა და გზა-კიბის ურთიერთკავშირს, გზა-კიბეში დასაშვებად მიიჩნევა დაკავებულო სივრცეებიდან მიდგომა და იკრძალება დაუკავებელი სივრცეებთან პირდაპირი კავშირი და ლიფტის კარის გაჭრა. წესებში და არც IBC-ში არაფერს ლაპარაკობენ ლიფტის მომსახურე ფოიესა და გზა-კიბის კავშირის შესაძლებლობაზე ან აკრძალვაზე. შესაბამისად აღნიშნული ვფიქრობ, რომ მსჯელობის საგანია, თუმცა მე პირადად გასასვლელ კომპონენტში კვამლის შეღწევის თავიდან არიდების მიზნით კიბესა და ლიფტის ფოიეს არ ვაკავშირებ ერთმანეთთან.

