მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › დაუკვამლიანებელ გზა-კიბეებში კარის ცეცხლმედეგობა
ამ თემაში არის 1 პასუხი, 2 მონაწილე, და ბოლოს განახლდა ვაჟა კუხიანიძე -ის მიერ 6 года/лет, 6 თვე წინ.
-
ავტორიშეტყობინებები
-
აგვისტო 23, 2018 18:22-ზე #2126
international building code-ის გადაკითხვისას უფრო ნათლად აღვიქვი დაუკვამლიანებელი გზა-კიბეებში მოწყობილი კარის ცეცხლმედეგობის ხარისხებისადმი მოთხოვნები. როგორც ვიცი აქამდე ყველა სხვა კუთხით განვიხილავდით ამ თემას და მაინტერესებს რამდენად მეთანხმებით ქვემოთ მოცემულ საკითხში:
კვამლისგან დაცული შემოზღუდული სივრცე მოიცავს შიგა შემოზღუდულ გზა-კიბეს და ღია აივანს ან განიავებად ვესტიბიულს. აღნიშნული სივრცე შენობის დანარჩენი ნაწილისაგან უნდა გაიმიჯნოს 2 საათიანი ცეცხლმედეგი ზღუდეებითა და თარაზული ანაწყობებით, თავის მხრივ ვესტიბიული გზა-კიბისაგან უნდა გაიმიჯნოს მინიმუმ 2 საათიანი ცეცხლმედეგი ზღუდითა და თარაზული ანაწყობებით.
როდესაც დაუკვამლიანებელი სივრცის შემადგენელი ვესტიბიული ნიავდება მექანიკურად (909.20.4.1): შენობის სხვა ნაწილიდან ვესტიბიულში შემავალი კარი უნდა იყოს 90 წუთიანი ცეცხლმედეგობის, ხოლო ვესტიბიულიდან გზა-კიბეზე გამავალი კარი უნდა იყოს მინიმუმ 20 წუთიანი ცეცხლმედეგობის და ასეთი 20 წუთიანი კარი უნდა აკმაყოფილებდეს კვამლგაუმტარი კარის მიმართ არსებულ მოთხოვნებს (და პასუხობდეს UL 10C სტანდარტის მოთხოვნებს და დამონტაჟდეს NFPA 105-ის შესაბამისად). კვამლგაუმტარი კარისადმი მოთხოვნები არ ვრცელდება ისეთ კარზე, რომელიც აკავშირებს ბუნებრივად განიავებად ვესტიბიულს გზა-კიბესთან . IBC-ს კომენტარი აღნიშნულზე არის ასეთი: The entry into the vestibule from the exit access must consist of a fire door assembly having a 1 1/2-hour fire protection rating. This requirement is commensurate with the 2-hour fire-resistance-rated smokeproof enclosure construction requirement. Essentially, the fire door assemblies and the enclosure walls serve as the primary interior exit stairway protection from fires occurring in adjacent spaces. The entry from a vestibule into the stairway requires a 20-minute fire protection-rated door assembly that also meets the requirements for a smoke door assembly. Vestibule doors into stairways for the natural ventilation option (see Section 909.20.3.2) would not require the smoke door assembly rating.
ანუ გამოდის რომ შენობიდან ვესტიბიულში გამავალ კარს ესაჭიროება 90 წუთიანი ცეცხლმედეგობა, ხოლო ვესტიბიულიდან კიბეში 20 წუთიანი.
აგვისტო 25, 2018 09:30-ზე #2129გეთანხმები, წესებშიც შესაბამისად წერია
909.20.3 ალტერნატივა ბუნებრივი განიავებით. 909.19.3.1 – 909.19.3.3 ქვეთავების დებულებები ეხება კვამლისგან დაცული შემოზღუდული სივრცეების განიავებას ბუნებრივი საშუალებებით.
909.20.3.2 ვესტიბიულის კარი. თუ გზა-კიბეზე გასასვლელი ვესტიბიულიდანაა, ვესტიბიულის კარი ცეცხლმედეგი უნდა იყოს და შეესაბამებოდეს 715.4 ქვეთავს. ვესტიბიულიდან გზა-კიბეზე გასასვლელი კარის ანაწყობის ცეცხლისაგან დაცვის ხარისხი, 716.5 ქვეთავის მიხედვით, არ უნდა იყოს 20 წუთზე ნაკლები.909.20.4 ალტერნატივა მექანიკური განიავებით. 909.19.4.1 – 909.19.4.4 ქვეთავების დებულებები ეხება კვამლისგან დაცული შემოზღუდული სივრცეების განიავებას მექანიკური საშუალებებით.
909.20.4.1 ვესტიბიულის კარები. შენობიდან ვესტიბიულში გასასვლელი კარის ანაწყობი უნდა იყოს ცეცხლმედეგი და შეესაბამებოდეს 716.5.3 ქვეთავს. ვესტიბიულიდან გზა-კიბეზე გასასვლელი კარის ცეცხლისაგან დაცვის ხარისხი არ უნდა იყოს 20 წთ-ზე ნაკლები და უნდა აკმაყოფილებდეს კვამლგაუმტარი კარის მიმართ არსებულ მოთხოვნებს, 716.5.3 ქვეთავის შესაბამისად. კარი უნდა დააყენონ NFPA 105-ის შესაბამისად. -
ავტორიშეტყობინებები
გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.