შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები დაუკვამლიანებელ გზა-კიბეებში კარის ცეცხლმედეგობა

დაუკვამლიანებელ გზა-კიბეებში კარის ცეცხლმედეგობა

by Tamta Sulava

მთავარი ფორუმი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები დაუკვამლიანებელ გზა-კიბეებში კარის ცეცხლმედეგობა

ამ თემაში არის 1 პასუხი, 2 მონაწილე, და ბოლოს განახლდა  ვაჟა კუხიანიძე -ის მიერ 5 года/лет, 8 თვე წინ.

ნაჩვენებია 2 შეტყობინება - 1 -დან 2 ჩათვლით (სულ 2)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #2126

    Tamta Sulava
    მონაწილე

    international building code-ის გადაკითხვისას უფრო ნათლად აღვიქვი დაუკვამლიანებელი გზა-კიბეებში მოწყობილი კარის ცეცხლმედეგობის ხარისხებისადმი მოთხოვნები. როგორც ვიცი აქამდე ყველა სხვა კუთხით განვიხილავდით ამ თემას და მაინტერესებს რამდენად მეთანხმებით ქვემოთ მოცემულ საკითხში:

    კვამლისგან დაცული შემოზღუდული სივრცე მოიცავს შიგა შემოზღუდულ გზა-კიბეს და ღია აივანს ან განიავებად ვესტიბიულს. აღნიშნული სივრცე შენობის დანარჩენი ნაწილისაგან უნდა გაიმიჯნოს 2 საათიანი ცეცხლმედეგი ზღუდეებითა და თარაზული ანაწყობებით, თავის მხრივ ვესტიბიული გზა-კიბისაგან უნდა გაიმიჯნოს მინიმუმ 2 საათიანი ცეცხლმედეგი ზღუდითა და თარაზული ანაწყობებით.

    როდესაც დაუკვამლიანებელი სივრცის შემადგენელი ვესტიბიული ნიავდება მექანიკურად (909.20.4.1): შენობის სხვა ნაწილიდან ვესტიბიულში შემავალი კარი უნდა იყოს 90 წუთიანი ცეცხლმედეგობის, ხოლო ვესტიბიულიდან გზა-კიბეზე გამავალი კარი უნდა იყოს მინიმუმ 20 წუთიანი ცეცხლმედეგობის და ასეთი 20 წუთიანი კარი უნდა აკმაყოფილებდეს კვამლგაუმტარი კარის მიმართ არსებულ მოთხოვნებს (და პასუხობდეს UL 10C სტანდარტის მოთხოვნებს და დამონტაჟდეს NFPA 105-ის შესაბამისად). კვამლგაუმტარი კარისადმი მოთხოვნები არ ვრცელდება ისეთ კარზე, რომელიც აკავშირებს ბუნებრივად განიავებად ვესტიბიულს გზა-კიბესთან . IBC-ს კომენტარი აღნიშნულზე არის ასეთი: The entry into the vestibule from the exit access must consist of a fire door assembly having a 1 1/2-hour fire protection rating. This requirement is commensurate with the 2-hour fire-resistance-rated smokeproof enclosure construction requirement. Essentially, the fire door assemblies and the enclo­sure walls serve as the primary interior exit stairway protection from fires occurring in adjacent spaces. The entry from a vestibule into the stairway requires a 20-minute fire protection-rated door assembly that also meets the requirements for a smoke door assembly. Vestibule doors into stairways for the natural ventilation option (see Section 909.20.3.2) would not require the smoke door assem­bly rating.

    ანუ გამოდის რომ შენობიდან ვესტიბიულში გამავალ კარს ესაჭიროება 90 წუთიანი ცეცხლმედეგობა, ხოლო ვესტიბიულიდან კიბეში 20 წუთიანი.

    #2129

    გეთანხმები, წესებშიც შესაბამისად წერია

    909.20.3 ალტერნატივა ბუნებრივი განიავებით. 909.19.3.1 – 909.19.3.3 ქვეთავების დებულებები ეხება კვამლისგან დაცული შემოზღუდული სივრცეების განიავებას ბუნებრივი საშუალებებით.
    909.20.3.2 ვესტიბიულის კარი. თუ გზა-კიბეზე გასასვლელი ვესტიბიულიდანაა, ვესტიბიულის კარი ცეცხლმედეგი უნდა იყოს და შეესაბამებოდეს 715.4 ქვეთავს. ვესტიბიულიდან გზა-კიბეზე გასასვლელი კარის ანაწყობის ცეცხლისაგან დაცვის ხარისხი, 716.5 ქვეთავის მიხედვით, არ უნდა იყოს 20 წუთზე ნაკლები.

    909.20.4 ალტერნატივა მექანიკური განიავებით. 909.19.4.1 – 909.19.4.4 ქვეთავების დებულებები ეხება კვამლისგან დაცული შემოზღუდული სივრცეების განიავებას მექანიკური საშუალებებით.
    909.20.4.1 ვესტიბიულის კარები. შენობიდან ვესტიბიულში გასასვლელი კარის ანაწყობი უნდა იყოს ცეცხლმედეგი და შეესაბამებოდეს 716.5.3 ქვეთავს. ვესტიბიულიდან გზა-კიბეზე გასასვლელი კარის ცეცხლისაგან დაცვის ხარისხი არ უნდა იყოს 20 წთ-ზე ნაკლები და უნდა აკმაყოფილებდეს კვამლგაუმტარი კარის მიმართ არსებულ მოთხოვნებს, 716.5.3 ქვეთავის შესაბამისად. კარი უნდა დააყენონ NFPA 105-ის შესაბამისად.

ნაჩვენებია 2 შეტყობინება - 1 -დან 2 ჩათვლით (სულ 2)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.