შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები გარე კედლისადმი მოთხოვნები

გარე კედლისადმი მოთხოვნები

by giorgi lotishvili

ამ თემაში არის 2 პასუხი, 2 მონაწილე, და ბოლოს განახლდა  giorgi lotishvili -ის მიერ 5 года/лет, 6 თვე წინ.

ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #2156

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    ვამუშავებ ერთ პროექტს, რომელიც არის ცალკე მდგომი ნაგებობა (საწყობი სწ-1) V-B ტიპის. მას აქვს ლითონის კონსტრუქციის სახურავი, ერთი ფასადი ამოშენებულია ცეცხლმედეგი კედლით, დანარჩენი სამი ფასადი არ არის ამოშენებული და არის ღია. ნაგებობის პირველი და მეორე ღია ფასადის მხრიდან ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი 9 მეტრზე მეტია, ხოლო მესამე ღია ფასადიდან ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი 3,2 მეტრია. რადგან ნაგებობა V-B ტიპისაა 602 ცხრილის მიხედვით ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის 3,2 მეტრის შემთხვევაში ცეცხლმედეგობა არ ესაჭიროება.

    რადგან ცეცხლმედეგობა არ ესაჭიროება ნიშნავს თუ არა იმას, რომ საერთოდ კედელი არ ჭირდება მესამე ღია ფასადის მხარეს?

    და თუ კედელი არ ესაჭიროება როგორ უნდა განვსაზღვროთ 705,8 ქვეთავი, სადაც ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის 3,2 მეტრის შემთხვევაში მხოლოდ 15% დასაშვები დაუცველი ღიობები?

    #2157

    Tamta Sulava
    მონაწილე

    გამარჯობა გიორგი,

    ვინაიდან შენობა გაქვს VB კონსტრუქციის, 601-ე ცხრილიდან გამომდინარე შენობის ელემენტებს არ მოეთხოვება ცეცხლმედეგობის ხარისხი, 602-ე ცხრილის შესაბამისად ხანძარსაწინააღმდეგო მანძილიდან გამომდინარე, არც გარე არამზიდი კედლისათვის არის საჭირო ცეცხლმედეგობის განსაზღვრა, თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო 705.8 პუნქტის მე-2 გამონაკლისი, რომლის თანახმად შეუზღუდავი რაოდენობის დაუცველი ღიობები დასაშვებია შენობებში, რომელთა გარე მზიდ კედლებს, გარე არამზიდ კედლებსა და გარე მთავარ სტრუქტურულ ჩარჩოს არ მოეთხოვება, ჰქონდეს ცეცხლმედეგობის ხარისხი.

    #2158

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    უგრმესი მადლობა თამთა.

ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.