მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › გასავლელები
ამ თემაში არის 4 პასუხი, 2 მონაწილე, და ბოლოს განახლდა  VERA ZAGASHVILI -ის მიერ 7 года/лет, 3 თვე წინ.
 VERA ZAGASHVILI -ის მიერ 7 года/лет, 3 თვე წინ.
- 
		ავტორიშეტყობინებები
- 
		
			
				
ივლისი 10, 2018 16:45-ზე #1934გამარჯობა, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ისეთ სივრცეებში მოწყობილ გასავლელებთან მიმართებაში, რომლელიც არ კლასიფიცირდება. როგორც თვ, სქ ან სვ ჯგუფი. აი მაგალითად ბინებშიც მინ. 90 სმ. გასავლელი უნდა იყოს დატოვებული? მადლობა წინასწარ ივლისი 10, 2018 17:52-ზე #1942ვერა, როგორც მივხვდი თქვენი კითხვა მომდინარეობს წესების 1017.5 ქვეთავის მოთხოვნიდან, რომელიც გულისხმობს თავშეყრის ფართობებისა და სქ და სვ ჯგუფებისგან განსხვავებულ 
 დაკავებულობებში მინიმუმ 90სმ სიგანის გასავლელების დატოვებას,აღნიშნული შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც თავისუფალი გასავლელი სივრცე ავეჯებს შორის, ასევე ავეჯებსა და კედლებს შორის, გასასვლელისკენ სავალი ხაზის გასწვრივ, მაგალითად საცხოვრებელ ბინებში საწოლის კიდიდან მოპირდაპირე კედლამდე უნდა დარჩეს 90სმ გასავლელი, რომ დამკავებელმა შეძლოს ოთახის გავლით საცხოვრებელი ერთეულის გასასვლელ კარამდე შეუფერხებლად მისვლა.ივლისი 10, 2018 18:11-ზე #1944სანდრო, გეთანხმებით, რომ 1017.5 პუნქტში ცალსახად ეგრე წერია, თუმცა 1017.3 პუნქტის გამონაკლისში წერია შემდეგი: სიგანე არასაზოგადოებრივი დანიშნულების გასავლელებისა, რომლებიც 50 კაცზე ნაკლებს ემსახურება და მე-11 თავში მოთხოვნილ მისაწვდომობას არ საჭიროებს, შეიძლება 70 სმ-ს არ აღემატებოდეს. 
 ვფიქრობ, რომ აღნიშნული გამონაკლისი 1017.5 პუნქტის ნაწილი უნდა იყოს, არ მეთანხმებით?ივლისი 10, 2018 18:21-ზე #1945ვერა, თავად 1017.3 ქვეთავთან დაკავშირებით, ვფიქრობ გამონაკლისი ეხება მხოლოდ ამ ქვეთავში მოყვანილ დაკავებულობებს “გასავლელები სქ და სვ ჯგუფებში”, შესაბამისად არასაზოგადოებრივი დანიშნულება იგულისხმება რომ არის სქ ან სვ ჯგუფების ნაწილი, რაც შეეხება იმას რომ აღნიშნული გამონაკლისი უნდა შეეხოს თუ არა კონკრეტულად საცხოვრებელი ერთეულების მქონე ჯგუფებს, გეთანხმები 90 სმ მინიმუმი საკამოდ დიდი სიგანეა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საცხოვრებელ ერთეულებში ძირითადი 14 კვ.მ ფართობის ოთახის გარდა, სხვა ოთახების(საძინებელების) მინიმალური ფართობი 7 კვ.მ დასაშვები, ანუ 7 კვ.მ-ში (თუ მინიმუმს ავიღებთ) უნდა განთავსდეს საწოლი და დარჩეს 90 სმ გასავლელი ცოტა ძნელი დასაგეგამრებელია. 
 ამიტომაც შესაძლებელია მსგავსი სახის გამონაკლისი მიენიჭოს 1017.5 ქვეთავსაც, თუმცა მეორეს მხრივ არაფერია ცუდი დიდი ფართობის მქონე ოთახებში და სივრცეებში :):))ივლისი 10, 2018 18:36-ზე #1946დიდი მადლობა სანდრო. იმაში მეც გეთანხმებით, რომ ურიგო არ იქნება დიდი ფართის მქონე ოთახებში და სივრცეებში განიერი გასავლელების მოწყობა. 
- 
		ავტორიშეტყობინებები
გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.

