შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები გასავლელები

გასავლელები

by VERA ZAGASHVILI

ამ თემაში არის 4 პასუხი, 2 მონაწილე, და ბოლოს განახლდა VERA ZAGASHVILI VERA ZAGASHVILI -ის მიერ 5 года/лет, 9 თვე წინ.

ნაჩვენებია 5 შეტყობინება - 1 -დან 5 ჩათვლით (სულ 5)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #1934
    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    გამარჯობა, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ისეთ სივრცეებში მოწყობილ გასავლელებთან მიმართებაში, რომლელიც არ კლასიფიცირდება. როგორც თვ, სქ ან სვ ჯგუფი. აი მაგალითად ბინებშიც მინ. 90 სმ. გასავლელი უნდა იყოს დატოვებული? მადლობა წინასწარ

    #1942

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    ვერა, როგორც მივხვდი თქვენი კითხვა მომდინარეობს წესების 1017.5 ქვეთავის მოთხოვნიდან, რომელიც გულისხმობს თავშეყრის ფართობებისა და სქ და სვ ჯგუფებისგან განსხვავებულ
    დაკავებულობებში მინიმუმ 90სმ სიგანის გასავლელების დატოვებას,აღნიშნული შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც თავისუფალი გასავლელი სივრცე ავეჯებს შორის, ასევე ავეჯებსა და კედლებს შორის, გასასვლელისკენ სავალი ხაზის გასწვრივ, მაგალითად საცხოვრებელ ბინებში საწოლის კიდიდან მოპირდაპირე კედლამდე უნდა დარჩეს 90სმ გასავლელი, რომ დამკავებელმა შეძლოს ოთახის გავლით საცხოვრებელი ერთეულის გასასვლელ კარამდე შეუფერხებლად მისვლა.

    #1944
    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    სანდრო, გეთანხმებით, რომ 1017.5 პუნქტში ცალსახად ეგრე წერია, თუმცა 1017.3 პუნქტის გამონაკლისში წერია შემდეგი: სიგანე არასაზოგადოებრივი დანიშნულების გასავლელებისა, რომლებიც 50 კაცზე ნაკლებს ემსახურება და მე-11 თავში მოთხოვნილ მისაწვდომობას არ საჭიროებს, შეიძლება 70 სმ-ს არ აღემატებოდეს.
    ვფიქრობ, რომ აღნიშნული გამონაკლისი 1017.5 პუნქტის ნაწილი უნდა იყოს, არ მეთანხმებით?

    #1945

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    ვერა, თავად 1017.3 ქვეთავთან დაკავშირებით, ვფიქრობ გამონაკლისი ეხება მხოლოდ ამ ქვეთავში მოყვანილ დაკავებულობებს “გასავლელები სქ და სვ ჯგუფებში”, შესაბამისად არასაზოგადოებრივი დანიშნულება იგულისხმება რომ არის სქ ან სვ ჯგუფების ნაწილი, რაც შეეხება იმას რომ აღნიშნული გამონაკლისი უნდა შეეხოს თუ არა კონკრეტულად საცხოვრებელი ერთეულების მქონე ჯგუფებს, გეთანხმები 90 სმ მინიმუმი საკამოდ დიდი სიგანეა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საცხოვრებელ ერთეულებში ძირითადი 14 კვ.მ ფართობის ოთახის გარდა, სხვა ოთახების(საძინებელების) მინიმალური ფართობი 7 კვ.მ დასაშვები, ანუ 7 კვ.მ-ში (თუ მინიმუმს ავიღებთ) უნდა განთავსდეს საწოლი და დარჩეს 90 სმ გასავლელი ცოტა ძნელი დასაგეგამრებელია.
    ამიტომაც შესაძლებელია მსგავსი სახის გამონაკლისი მიენიჭოს 1017.5 ქვეთავსაც, თუმცა მეორეს მხრივ არაფერია ცუდი დიდი ფართობის მქონე ოთახებში და სივრცეებში :):))

    #1946
    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    დიდი მადლობა სანდრო. იმაში მეც გეთანხმებით, რომ ურიგო არ იქნება დიდი ფართის მქონე ოთახებში და სივრცეებში განიერი გასავლელების მოწყობა.

ნაჩვენებია 5 შეტყობინება - 1 -დან 5 ჩათვლით (სულ 5)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.