შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილის და საერთო ბილიკის გაზომვა

გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილის და საერთო ბილიკის გაზომვა

by Sandro Lobzhanidze

მთავარი ფორუმი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილის და საერთო ბილიკის გაზომვა

ამ თემაში არის 1 პასუხი, 2 მონაწილე, და ბოლოს განახლდა VERA ZAGASHVILI VERA ZAGASHVILI -ის მიერ 5 года/лет, 8 თვე წინ.

ნაჩვენებია 2 შეტყობინება - 1 -დან 2 ჩათვლით (სულ 2)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #1960

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    სურათი ამოღებულია წიგნიდან “The Codes Guidebook For interiors”, რომელიც გამოდის საერთაშორისო კოდექსების საბჭოს(ICC) რედაქტირებით და წარმოადგენს
    ილუსტრილებულ გზამკვლევს შენობა-ნაგებობის საერთაშორისო კოდექსებისთვის. აღნიშნული სურათის დადება გადავწყვიტე იმიტომ, რომ არქიტექტურის სამსახურიდან
    ერთ-ერთ პროექტზე მომივიდა ხარვეზი გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილის გაზომვასთან დაკავშირებით, აღნიშნულ ხარვეზის პასუხს წარმაოდგენს ეს ილუსტრაცია.
    გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილის გაზომვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების 1016.3 ქვეთავში, ხარვეზში საუბარი იყო იმაზე, რომ ეს მანძილი უნდა გაიზომოს ერთმანეთის მართობული ხაზებით შემდგარი ბილიკის მეშვეობით ანუ კედლების და ავეჯების პარალელურად/მართობულად.
    ზემოთ წარმოდგენილ ილუსტრაციაში კი ნათლად ჩანს, რომ ბილიკი შესაძლებელია იყოს უკიდურესი წერტილიდან უახლოესი მონაკვეთების გავლით და არ არის სავალდებული ყველა ადგილას პარალელური ან მართობული სავალი ხაზის გამოყენება.

    იმედია თქვენც გამოგადგებათ აღნიშნული ილუსტრაცია, ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით

    • ეს თემა შეიცვალა 5 года/лет, 8 თვე წინ  Sandro Lobzhanidze-ის მიერ.
    • ეს თემა შეიცვალა 5 года/лет, 8 თვე წინ  Sandro Lobzhanidze-ის მიერ.
    • ეს თემა შეიცვალა 5 года/лет, 8 თვე წინ  Sandro Lobzhanidze-ის მიერ.
    • ეს თემა შეიცვალა 5 года/лет, 8 თვე წინ  Sandro Lobzhanidze-ის მიერ.
    #2059
    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    სანდრო, ვინაიდან პროექტირების ეტაპზევე ვითხოვთ დაკავებულ სივრცეებში ავეჯის გამოხაზვას, გასასვლელამდე მისადგომი სავალი მანძილებიც თავისთავად დაგვაქვს ავეჯის გეგმარების გათვალისწინებით, რაც ლოგიკურია, თუმცა ვფიქრობ, რომ ვინაიდან ავეჯის განლაგების სქემა სამომავლოდ უცნობია და მუდმივად ცვალებადია, თავდაპირველადვე გამოთვლის დონეზევე თუ ვიანგარიშებთ მაქსიმალურ მანძილებს (ანუ კედლებს გავაყოლებთ) არ იქნება ურიგო.

    ასევე ვფიქრობ, რომ ისეთ სივრცეებში, როგორიცაა დერეფნები, ჰოლები, საზაფხულო ფართები, ასევე ისეთი სპეციფიური სივრცეები, რომლებიც შესაძლებელია არ იყოს აღჭურვილი ავეჯით, გასასვლელამდე სავალი მანძილები შესაძლებელია გადაიკვეთოს დიაგონალურად.

    რაც შეეხება მითითებულ ხარვეზს, ვინაიდან წესებში არ არის მსგავსი სახის ჩანაწერი (ანუ არ არის განსაზღვრული თუ რა სახით უნდა მოხდეს ავეჯთან მიმართებაში სავალი მანძილის გაზომვა), ვფიქრომ რომ შეგიძლია დაიცვა შენი პოზიცია.

ნაჩვენებია 2 შეტყობინება - 1 -დან 2 ჩათვლით (სულ 2)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.