შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები დამკავებელთა რეალური რაოდენობა

დამკავებელთა რეალური რაოდენობა

by Tamta Sulava

მთავარი ფორუმი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები დამკავებელთა რეალური რაოდენობა

ამ თემაში არის 9 პასუხი, 5 მონაწილე, და ბოლოს განახლდა  ვაჟა კუხიანიძე -ის მიერ 5 года/лет, 8 თვე წინ.

ნაჩვენებია 10 შეტყობინება - 1 -დან 10 ჩათვლით (სულ 10)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #1949

    Tamta Sulava
    მონაწილე

    გამარჯობა, თქვენი გამოცდილება მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით. სიტუაცია არის შემდეგი: მაქვს მიმდინარე ობიექტი მრავალფუნქციური შენობის სახით, რომლის შემადგენელი ერთ-ერთი ფუნქცია არის ღამის კლუბი, რომლის ფართობი უტოლდება 180 კვ.მ.-ს. აღნიშნული ფართის ფეხზე სადგომი სივრცის ფაქტორზე (0,5 სუფთა) შეფარდების შედეგად დამკავებელთა რაოდენობას ვიღებ 360 ადამიანს. მესაკუთრეს და კლუბის მენეჯმენტს რეალურად კლუბი გათვლილი აქვთ 250 ადამიანზე. მინდა ვისარგებლო 1004.1.2 პუნქტის გამონაკლისით, რომლის თანახმად მშენებლობის ნებართვის გამცემი/ზედამხედველი ორგანოს მიერ აღიარების შემთხვევაში, დაკავებულობის დატვირთვის დაგეგმარებისას დასაშვებია იმ დამკავებელთა რეალური რაოდენობის გამოყენება, ვისთვისაც დაგეგმარდა სივრცე, იატაკი ან შენობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა გამოთვლილ რაოდენობაზე ნაკლებია და ამასთანავე მესაკუთრეს ვავლდებულებ თავშეყრისათვის გამოყენებულ სივრცესთან გამოაკრას დიაგრამა დაკავებულობის დატვირთვის შესახებ, როგორც ამას მოითხოვს 1004.3 პუნქტი.

    მაინტერესებს თქვენ თუ გისარგებლიათ 1004.1.2 პუნქტის გამონაკლისით და რა სახის პასუხი მიგიღიათ ამასთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურისაგან?

    მადლობა წინასწარ:)

    #1959

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    თამთა გამარჯობა, მე მქონდა მსგავსი შემთხვევა და ვისარგებლე 1004.1.2 ქვეთავის გამონაკლისით, ჩემს შემთხვევაში საქმე ეხებოდა 2000 კვ.მ ფართობის მქონე კაზინოს, სადაც დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორი სათამაშო დარბაზებში წესების 1004.1.2 ცხრილის მიხედვით არის 1 (მთლიანი) და დაკავებულობის დატვირთვა გამოდიოდა 1000-ზე მეტი, თუმცა დამკივეთის განცხადებით მაქსიმალური დაკავებულობის დატვირვთვა არ გასცდებოდა 300 დამკავებელს, რის დასტურადაც დამკვეთმა დაწერა განცხადება არქიტექტურის სამსახურის სახელზე, სადაც მიუთითა რომ კაზიონოს ექსპლუატაციის პერიდოში არასდროს არ ეყოლებოდა 300-ზე მეტი დამკავებელი იმ კონკრეტულ სივრცეში და თავის თავზე იღებდა როგორც აღნიშნული რიცხვის კონტროლს ისე პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ პროექტი არ შეთანხმდა საბოლოოდ სხვა მიზეზების გამო, რომელიც არ ეხებოდა წესებს, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე მერიიდან არ ყოფილა ხარვეზი.

    #2067

    მიშა
    მონაწილე

    გამარჯობა,
    https://files.fm/u/k28avasm#/view/Capture.JPG
    თუ შეიძლება გადადით მოცემულ ლინკზე და ნახეთ სურათი. მაქვს რამდენიმე კითხვა:
    1.მწვანედ მონიშნული ფართობი წარმოადგენს საზაფხულო სივრცეს, რომელელიც სამი მხრიდან არის შემოზღუდული და მოქცეულია სახურავის თარაზული ნაშვერის ქვეშ. რამდენად უნდა მიენიჭოს დაკავებულობა?
    2.ლურჯად დაფერილი სივრცეები წარმოადგენს საქმიან ზონას, ხოლო ზემოაღნიშნული საზაფხულო სივრცე თავშეყრის ადგილს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სივრცე აღემატება სართულის 10%-ს ვერ მივაკუთვნებთ საქმიან ჯგუფს და ვერ ვიანგარიშებთ სართულის დაკავებულობასთან ერთად. შესაბამისდ უნდა კლასიფიცირდეს ცალკე და მიენიჭოს შესაბამისი დაკავებულობის ჯგუფი. აქედან გამომდიანრე მივანიჭე თავშეყრის ჯგუფი 3 (თვ-3). რაც შეეხება ფუნქციას 1004.1.2 ცხრილის თანახმად დატვირთვას ვითვლი თავშეყრის ფართობის ფეხზე სადგომი სივრცის კოეფიციენთით. რამდენად სწორია ჩემი მსჯელობა და თუ სწორია და სწორად არის განსაზვრული ყველაფერი, გამოდის, რომ სართულზე საზაფხულო სივრცის გარდა მყავს 23 დამკავებელი, ხოლო საზაფხულო სივრცისთვის 145. რამდენად ლოგიკურია მიღებული მაჩვენებლები.
    მაინტერესებს თქვენი პოზიცია.
    გმადლობთ.

    #2068

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    გამარჯობათ. მე ამ საკითხს შევხედავდი მწვანედ დაშტრიხული სივრცის ფუნქციის განსაზღვრის კუთხით. რიალურად რაში იქნება გამოყენებული ეს სივრცე? თუ ეს არის თავშეყრა რათქმაუნდა მივანიჭებდი თავშეყრის დაკავებულობას, თუ ეს არის საზაფხულო სივრცე და იმ სართულის საქმიან დაკავებულობებში მყოფი ხალხი სარგებლობს მხოლოდ – ამ შემთხვევაში დაკავებულობას საერთოდ არ მოვანიჭებდი. შესაძლებელია მიუდგე სხვა კუთხითაც – სივრცეს მიანიჭო რაღაც კონკრეტული დაკავებულობა და დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორი შეარჩიო სხვა. მაგ: რესტორნის დარბაზი და მისი სამზარეულო ორივე თვ-2-ია მაგრამ დაკ. დატირთვის ფაქტორი აქვს განსხვავებული. ან სწ-2 ერთ შემთხვევაში შესაძლოა იყოს საწყობი და მეორე შემთხვევაში ავტოსადგომი, აქაც განსხვავდება დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორები. ასეთ საკითხებში, რომლებიც კონკრეტულად არაა განსაზღვრული კანონში უნდა მიუდგე რომელიმე სხვა ფუნქციის მიმსგავსების მეთოდით და ეს ყველაფერი ექსპერტიზაში დაასაბუთო.

    #2099

    მიშა
    მონაწილე

    გამარჯობა,
    საკითხი მდგომარეობს შემდგომში: სართულზე გვაქვს 3 შერეული დაკავებულობა, რომლებშიც თავის მხრივ შედის სხვა ფუნქციის დამხმარე დაკავებულობები(ვინაიდან არ აჭარბებს სართულის ფართობის 10%, კლასიფიცირდება იგივე დაკავებულობად, რომელ დაკავებულობაშიც არის განთავსებული) და დერეფანი საერთო საპირფარეშოებით. სივრცეებისთვის დამკავებელთა რაოდენობის საანგარიშოდ გამოყენებულია ის “კოეფიციენტი”, რომელიც ფუნქციურად უფრო მიესადაგება თითოეულ სივრცეს.
    მაქვს ასეთი კითხვები:
    1)შერეული დაკავებულობების დროს, სართულის საერთო დაკავებულობის საანგარიშოდ, დერეფანი საერთო საპირფარეშოებით(განვიხილოთ ორივე საკითხი:როცა წინახსენებული ემსახურება სამივე დაკავებულობას და როცა ემსახურება მაგალითად 2დაკავებულობას და მესამეს არა) ინდივიდუალურად თითოეულ განსხვავებულ დაკავებულობასთან ერთად უნდა დაანგარიშდეს?
    2)წინა კითხვასთან ერთად გათვალისწინებით(საერთო დერეფან-საპირფარეშოები), როგორ დავიანგარიშოთ სართულის საერთო დაკაევებულობა, როცა რომელიმე დაკავებულობაში სხვადასხვა “კოეფიციენტის” მქონე სივრცეები გვაქვს? თითოეული მსგავსი “კოეფიციენტის” მქონე სივრცეები დავიანგარიშოთ და მერე დავაჯამოთ, თუ ავიღოთ “უმკაცრესი კოეფიციენტი” და იქიდან გამოვიყვანოთ დამკავებელთა რაოდენობა?

    #2100

    მიშა, ახალი კითხვის დასასმელად და საპასუხოდ სჯობს შეიქმნას ახალი კითხვის შესაბამისი თემა. მაგალითად დასმული კითხვისთვის – თემა „დაკავებულობის დატვირთვი ანგარიში“

    #2101

    1004.6 რამდენიმე დაკავებულობა. თუ შენობა მოიცავს ორ ან ორზე მეტ დაკავებულობას, შენობის თითოეული ნაწილისათვის გამოიყენება გასასვლელი საშუალებებისათვის არსებული ის მოთხოვნები, რომლებიც ამ სივრცეში არსებული დაკავებულობებისთვისაა განსაზღვრული. თუ ორი ან ორზე მეტი დაკავებულობა იყენებს ერთი და იმავე გასასვლელი საშუალებების სისტემის ნაწილებს, ამ გასასვლელის კომპონენტები ყველა დაკავებულობისათვის (რომელსაც ემსახურება) არსებულ უფრო მკაცრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

    #2102

    მიშა
    მონაწილე

    გმადლობთ ყურადღებისთვის. ვგონებ თემა სწორად შევარჩე.
    თქვენს მიერ მოყვანილ ქვეთავში ასახულია სიტუაცია როცა გასასვლელ კომპონენტებს იყენებს დაკავებულობა, მაგრამ ზემოთ ნახსენები დერეფანი და საერთო სარგებლობის საპირფარეშოები არ წარმოადგენენ გასასვლელ კომპონენტებს, ამ შემთხვევაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ?

    • პასუხი შეცვლილია 5 года/лет, 8 თვე წინ,  მიშა-ის მიერ.
    #2104

    ეს არ არის თემა „დამკავებელთა რეალური რაოდენობა“ იმიტომ რომ კითხვა დასვით დაკავებულობის დატვირთვის ანგარიშის შესახებ. დამკავებელთა რეალური რაოდენობა და დაკავებულობის დატვირთვის ანგარიში სხადასხვა საკითხია!
    სჯობს შექმნათ ცალკე თემა „დაკავებულობის ხდათვირთვის ანგარიში“

    #2105

    ფორუმზე გარკვეული წესრიგისათვის სჯობს შექმნათ ცალკე თემა „დაკავებულობის დატვირთვის ანგარიში“ ან „დაკავებულობის დატვირთვა“

ნაჩვენებია 10 შეტყობინება - 1 -დან 10 ჩათვლით (სულ 10)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.