შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები კარის ცეცხლმედეგობა

კარის ცეცხლმედეგობა

by lado

ამ თემაში არის 2 პასუხი, 2 მონაწილე, და ბოლოს განახლდა  lado -ის მიერ 5 года/лет, 8 თვე წინ.

ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #2121

    lado
    მონაწილე

    გამარჯობა,

    ერთი საკითხი მაინტერესებს. კიბის უჯრედები და ლიფტის შახტები მაქვს მოქცეული დიაფრაგმებში. დიაფრაგმების ცეცხლმედეგობა კონსტრუქციის ტიპიდან გამომდინარე უტოლდება 3 საათს. ასეთ მზიდ კედლებში გამოჭრილი კარის და ლიფტის კარის ცეცხლმედეგობის ხარისხი მაინც 90 წუთი უნდა იყო?

    #2122

    გამარჯობა,

    კიბის უჯრედის შახტში ჩყენებული კარი 90 წუთიანი ცეცხლმედეგობის ხარისხის უნდა იყოს, რადგან კიბის უჯრედის შემომზღუდავს მოეთხოვება 2 საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხი. ცეცხლმედეგობის ხარისხი ნიშნავს მინიმალურ ცრცხლმედეგობას, ხოლო კელის მინიმალურზე მეტი ცეცხლმედეგობის შემთხვევაში კარის ცეცხლმედეგობის კედლის მინიმალური ცეცხლმედეგობის მიხედვით განისაზღვრება.

    ლიფტის შახტის კარს ცეცხლმედეგობის ხარისხი არ მოეთხოვება, რადგან საგანგებო ვითარებისას ლიფტი არ გამოიყენება, მაგრამ ლიფტის შახტის გავლით არ უნდა გავრცელდეს კვამლი, რისთვისაც მაგალითად საჭიროა ლიფტის შახტში დაწნევის სისტემა.
    განსხვავებულია სახანძრო-სამაშველო ლიფტი, რომელსაც სჭირდება ფოიე, სადაც ფოიეს შემომზღუდავი კედლის ცეცხლმედეგობის ხარისხი 2 საათი, ხოლო კარის 90 წუთი უნდა იყოს.

    #2123

    lado
    მონაწილე

    დიდი მადლობა

ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.