შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები კიბის მარშის სიგანე

კიბის მარშის სიგანე

by Beka Kheladze

ამ თემაში არის 2 პასუხი, 3 მონაწილე, და ბოლოს განახლდა  Sandro Lobzhanidze -ის მიერ 5 года/лет, 8 თვე წინ.

ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #1935

    Beka Kheladze
    მონაწილე

    რამდენი უნდა იყოს კიბის მარშის მინიმალური სიგანე?

    #1938

    Tamta Sulava
    მონაწილე

    გზა-კიბის გამტანუნარიანობის გამოსათვლელად დაკავებულობის დატვირთვა უნდა გამრავლდეს 7,6მმ-ზე (თუ შენობაში ავტოსაშხეფი სისტემა და საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა არ არის დაყენებული) ან 5,1 მმ.-ზე (თუ შენობაში ავტოსაშხეფი სისტემა და საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა დამონტაჟებულია). მიღებული მაჩვენებელი არის ის სიგანე, რაც საჭიროა ხალხის ევაკუაციისათვის. თუმცა თუ შენობას ემსახურება 2 ან ორზე მეტი კიბე, შესაძლებელია მიღებული მაჩვენებელი გაიყოს 2-ზე ან იმ რაოდენობაზე, რამდენი კიბის უჯრედიც ემსახურება სართულს, მთავარია, რომ ერთი გასასვლელის გაუქმებამ ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობა აუცილებელი გამტარუნარიანობის 50%-ზე ნაკლებად არ შეამციროს.

    თუ ზემოაღნიშნული გამოთვლით მიიღებთ 1,10 მეტრზე ნაკლებ ზომას, აუცილებელი მინიმალური მოთხოვნა 1,10 მეტრის სახით მაინც უნდა დაიცვათ. 1,10 მეტრი უნდა განისაზღვროს მოაჯირებს შორის ან მოაჯირის კიდიდან კედლის კიდემდე. თუმცა ასევე უნდა გაითვალისწინოთ 1007.3 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ თუ კიბეს გამოიყენებთ აუცილებელ მისაწვდომ გასასვლელ საშუალებად, ასეთი კიბის თავისუფალი სიგანე სახელურებს შორის უნდა გაუტოლდეს 1,20 მეტრს. (#41-ში 1,20 მეტრი მოთხოვნილია მოაჯირებს შორის, თუმცა IBC-ს ორიგინალი ვერსია 1,20 მეტრს გვავალდებულებს სახელურებს შორის, შესაბამისად მე პირადად 1,20 მეტრს სახელურებს შორის ვაცვევინებ).

    #1940

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    Beka kheladze დამატებით შეგიძლია გამოიყენო წესების 1009.4 ქვეთავის 1 გამონაკლისი,რომელიც გულისხმობს 90 სმ სიგანის მქონე(სიგანე მოაჯირებს შორის ან მოაჯირის კიდიდან კედლამდე) გზა-კიბის მარშის გაკეთების შესაძლებლობას, თუ იმ სართულზე რომელსაც აღნიშნული კიბე ემსახურება დაკავებულობის დატვირთვა არის 50-ზე ნაკლები, მაგრამ ეს გამონაკლისი არ ეხება სც-2 ქვეჯგუფის დაკავებულობებს, სადაც ერთი გზა-კიბეს მაინც უნდა ქონდეს 1.1 მეტრი სიგანის მარში.

ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.