შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები სათბურები

სათბურები

by Davit Abuladze

ამ თემაში არის 2 პასუხი, 2 მონაწილე, და ბოლოს განახლდა  Davit Abuladze -ის მიერ 5 года/лет, 9 თვე წინ.

ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #1977

    Davit Abuladze
    მონაწილე

    გამარჯობა,
    მაინტერესებს თუ გიმუშავიათ სათბურებზე? ვრცელდება ყველა ქვეთავის მოთხოვნა დაკავებულობის ჯგუფისა და კონსტრუქცის ტიპიდან გამომდინარე თუ რაიმე გამონაკლისი შემთხვევაა? მაგალითად, როდესაც სათბური მემბრანულ ნაგებობებში გადის ან პირიქით. ასევე შესაძლებელია თუ არა სათბური დს დაკავებულობის ჯგუფის გარდა სხვა დაკავებულობის ჯგუფი იყოს, იმ შემთხვევაში თუ აჭარბებს 503-ე ცხრილის ფართობების მოთხოვნებს, რადგან ამ დროს ხდება კონსტრუქციის ტიპის გაზრდა და სათბურის მასალები კონსტრუქციის ტიპს აღარ შეესაბამება?
    გმადლობთ.

    #1978

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    დავით მოგესალმებით,

    სათბურებზე წესების მოთხოვნები ვრცელდება იმავე დონით როგორც ნებისმიერ სხვა დაკავებულობაზე, პირველ რიგში სათბურები წესების 312-ე ქვეთავიდან გამომდინარე ექვემდებარება დს დაკავებულობის ჯგუფს და კონსტრუქციის ტიპის ცვლილება არ მოახდენს დაკავებულობის ჯგუფზე არანაირ გავლენას. რაც შეეხება კონკრეტულად კონსტრუქციის ტიპს, აღნიშნული დამოკიდებულია სათბურის ფართობზე და ნაგებობის სიმაღლეზე, თუ გსურთ რომ სათბური გავიდეს როგორც მემბრანული ნაგებობა, ასეთ შემთხვევაში უნდა დაიცვათ წესების 1802.3 ქვეთავის მოთხოვნა, სადაც ჩამოთვლილია კონკრეტული კონსტრუქციის ტიპები (IIB, IV და V ტიპი) და სათბურის ფართობი/სიმაღლე უნდა აკმაყოფილებდეს წესების 503 ცხრილში მოცემულ შეზღუდვებს აღნიშნული კონსტრუქციის ტიპის ქვეშ მყოფ დს დაკავებულობის ჯგუფთან დაკავშირებით, თუ საპროექტო ფართობი აღემატება დაშვებულს, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ IB ან IA კონსტრუქციის ტიპები, თუმცა უკვე აღარ გექნებათ კონკრეტულად მემბრანული ნაგებობა, არამედ ცეცხლმედეგობის ხარისხის მქონე სტრუქტურული ელემენტებისგან შემდგარი ნაგებობა. დამატებით იხილეთ წესების 601 და 503 ცხრილები.

    #1979

    Davit Abuladze
    მონაწილე

    მადლობა

ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.