მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › საკადასტრო ერთეულები. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები
ამ თემაში არის 5 პასუხი, 4 მონაწილე, და ბოლოს განახლდა giorgi lotishvili -ის მიერ 6 года/лет, 7 თვე წინ.
-
ავტორიშეტყობინებები
-
აგვისტო 11, 2018 14:04-ზე #2090
არსებულ საკადასტრო ერთეულს, სადაც განლაგებულია სკოლა და სადაც იგეგმება ასევე დახურული სპორტული დარბაზის მშენებლობა (ფიქსირებული დასაჯდომებით) – ესაწღვრება სხვა საკადასტრო ერთეულები #1: დასავლეთის მხრიდან არსებული მომიჯნავე საკადასტრო ერთეული, რომელიც ეკუთვნის იგივე სკოლას და ზედ განლაგებულია ღია სპორტული მოედანი თუმცა საპროექტო ნაკვეთისგან გამიჯნულია. #2: სამხრეთის მხრიდან არსებული მომიჯნავე საკადასტრო ერთეული, რომელიც ეკუთვნის ქალაქის თვითმმართველობას. ეს ნაკვეთი განლაგებულია საპროექტო ნაკვეთსა და გზას შორის. მასზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა და ამჟამად იგი თვითმმართველობის თანხმობით გამოყენებულია სკოლისთვის სასარგებლოდ ღია ავტოსადგომად. ამჯამად ნაკვეთის მონაცემები იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩაითვალოს საზოგადოებრივ სივრცედ.
კითხვა მდგომარეობს შემდეგში: შესაძლებელია თუ არა #1 ნაკვეთი ჩაითვალოს სკოლის ტერიტორიად (მიუხედავად იმისა, რომ სხვა საკადასრტო ერთეულია, თუმცა ჰყავს ერთიდაიგივე მესაკუთრე) და ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის ანგარიშში განისაზღვროს? ნაკვეთების მეპატრონე თანახმაა მოამზადოს ნოტარიული დოკუმენტი ნაკვეთების ერმანეთის სასარგებლოდ გამოყენების თანხმობის შესახებ.
შესაძლებელია თუ არა #2 ნაკვეთი ჩაითვალოს საზოგადოებრივ სივრცედ და ისიც განისაზღვროს ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის ანგარიშში?აგვისტო 11, 2018 14:20-ზე #2091file:///C:/Users/Gogita/Desktop/eqspertizebi/giorgi%20merabaSvili/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/varianti%202/kitxva-Model.pdf
აგვისტო 11, 2018 14:45-ზე #2092აგვისტო 11, 2018 18:43-ზე #2093გიორგი მოგესალმებით,
დასავლეთის მხარეს მდებარე მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან დაკავშირებით კონკრეტული მითითება რადგან არ არსებობს წესებში, შესაძლებელია აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს
თქვენს სასარგებლოდ მშენებლობის ნებართვის გამმცემმა ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არქიტექტურის სამსახურს ან მოითხოვოთ შეხვედრა და დასვათ აღნიშნული საკითხი.
სამხრეთის მხარეს არსებულ ნაკვეთთან დაკავშირებით, რადგან მასზე გავრცელებულია სარეკრეაციო ზონა და არის ქალაქის საკუთრებაში, ვფიქრობ ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის თუ გაზომავთ საზოგადოებრივი გზის შუახაზამდე არქიტექტურის სამსახური ჩაგითვლით სწორ ქმედებად.აგვისტო 11, 2018 19:28-ზე #2094ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი იზომება – მიწის ნაკვეთის საზღვრიდან, სადაც იგი სხვა მიწის ნაკვეთს ესაზღვრება (სამეზობლო საზღვრიდან) და საზოგადოებრივი გამყენების გზის შუა ხაზიდან, სადაც მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ სივრცეს ესაზღვრება.
ცალკეული მიწის ნაკვეთი არის მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველი და არ აქვს მნიშვნელობა მომიჯნავე მიწის ნაკვეთი იმავე მესაკუთრისაა თუ სხვისი. თუ ერთიდაიგივესია შეუძლიათ გააერთიანონ, სკოლისთვის თავშესაფრის ფართობიცაა საჭირო!აგვისტო 12, 2018 00:31-ზე #2095უღრმესი მადლობა ბატონო სანდრო და ბატონო ვაჟა გონივრული რჩევისთვის. ეს ნაგებობა არის დიდი მალით (24 მეტრზე მეტით) და განეკუთვნება მეხუთე კლასს. შესაბამისად ნებართვის გამცემ ორგანოდ განიხილება ეკონომიკის სამინისტრო. მათთან გავიარე კონსულტაცია ამ საკითხზე და მითხრეს, რომ ორ საკადასტრო ერთეულად გაყოფა არავითარ პრობლემად არ მიაჩნიათ ღიობების მოწყობის კუთხით და რადგან ერთიდაიგივე მესაკუთრე ყავს და ერთმანეთის მომიჯნავეა შესაძლებელია ერთ ნაკვეთად განიხილებოდესო. (ტერიტორია რიალურად ერთი ეზოა). მეპატრონეს არ უნდა საკადასტრო ერთეულების გაერთიანება. არქიტექტორების სურვილია იმ კედელზე ღიობები მოეწყოს, ნებართვის გამცემი ორგანოც ამ საკითხზე თანახმაა და ჩვენ შუა რგოლი 41-ის კონსულტანტები ვცდილობდით რაიმე მეთოდით გვეპოვნა გამოსავალი რათა იმ ფასადზე ღიობები დაგვეშვა, თუმცა მგონი ეს არ გამოვა.
-
ავტორიშეტყობინებები
გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.