შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები საკადასტრო ერთეულები. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები

საკადასტრო ერთეულები. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები

by giorgi lotishvili

მთავარი ფორუმი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები საკადასტრო ერთეულები. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები

ამ თემაში არის 5 პასუხი, 4 მონაწილე, და ბოლოს განახლდა  giorgi lotishvili -ის მიერ 5 года/лет, 8 თვე წინ.

ნაჩვენებია 6 შეტყობინება - 1 -დან 6 ჩათვლით (სულ 6)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #2090

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    არსებულ საკადასტრო ერთეულს, სადაც განლაგებულია სკოლა და სადაც იგეგმება ასევე დახურული სპორტული დარბაზის მშენებლობა (ფიქსირებული დასაჯდომებით) – ესაწღვრება სხვა საკადასტრო ერთეულები #1: დასავლეთის მხრიდან არსებული მომიჯნავე საკადასტრო ერთეული, რომელიც ეკუთვნის იგივე სკოლას და ზედ განლაგებულია ღია სპორტული მოედანი თუმცა საპროექტო ნაკვეთისგან გამიჯნულია. #2: სამხრეთის მხრიდან არსებული მომიჯნავე საკადასტრო ერთეული, რომელიც ეკუთვნის ქალაქის თვითმმართველობას. ეს ნაკვეთი განლაგებულია საპროექტო ნაკვეთსა და გზას შორის. მასზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა და ამჟამად იგი თვითმმართველობის თანხმობით გამოყენებულია სკოლისთვის სასარგებლოდ ღია ავტოსადგომად. ამჯამად ნაკვეთის მონაცემები იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩაითვალოს საზოგადოებრივ სივრცედ.
    კითხვა მდგომარეობს შემდეგში: შესაძლებელია თუ არა #1 ნაკვეთი ჩაითვალოს სკოლის ტერიტორიად (მიუხედავად იმისა, რომ სხვა საკადასრტო ერთეულია, თუმცა ჰყავს ერთიდაიგივე მესაკუთრე) და ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის ანგარიშში განისაზღვროს? ნაკვეთების მეპატრონე თანახმაა მოამზადოს ნოტარიული დოკუმენტი ნაკვეთების ერმანეთის სასარგებლოდ გამოყენების თანხმობის შესახებ.
    შესაძლებელია თუ არა #2 ნაკვეთი ჩაითვალოს საზოგადოებრივ სივრცედ და ისიც განისაზღვროს ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის ანგარიშში?

    #2091

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    file:///C:/Users/Gogita/Desktop/eqspertizebi/giorgi%20merabaSvili/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/varianti%202/kitxva-Model.pdf

    #2092

    okropira
    მონაწილე
    #2093

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    გიორგი მოგესალმებით,

    დასავლეთის მხარეს მდებარე მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან დაკავშირებით კონკრეტული მითითება რადგან არ არსებობს წესებში, შესაძლებელია აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს
    თქვენს სასარგებლოდ მშენებლობის ნებართვის გამმცემმა ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არქიტექტურის სამსახურს ან მოითხოვოთ შეხვედრა და დასვათ აღნიშნული საკითხი.
    სამხრეთის მხარეს არსებულ ნაკვეთთან დაკავშირებით, რადგან მასზე გავრცელებულია სარეკრეაციო ზონა და არის ქალაქის საკუთრებაში, ვფიქრობ ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის თუ გაზომავთ საზოგადოებრივი გზის შუახაზამდე არქიტექტურის სამსახური ჩაგითვლით სწორ ქმედებად.

    #2094

    ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი იზომება – მიწის ნაკვეთის საზღვრიდან, სადაც იგი სხვა მიწის ნაკვეთს ესაზღვრება (სამეზობლო საზღვრიდან) და საზოგადოებრივი გამყენების გზის შუა ხაზიდან, სადაც მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ სივრცეს ესაზღვრება.
    ცალკეული მიწის ნაკვეთი არის მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველი და არ აქვს მნიშვნელობა მომიჯნავე მიწის ნაკვეთი იმავე მესაკუთრისაა თუ სხვისი. თუ ერთიდაიგივესია შეუძლიათ გააერთიანონ, სკოლისთვის თავშესაფრის ფართობიცაა საჭირო!

    #2095

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    უღრმესი მადლობა ბატონო სანდრო და ბატონო ვაჟა გონივრული რჩევისთვის. ეს ნაგებობა არის დიდი მალით (24 მეტრზე მეტით) და განეკუთვნება მეხუთე კლასს. შესაბამისად ნებართვის გამცემ ორგანოდ განიხილება ეკონომიკის სამინისტრო. მათთან გავიარე კონსულტაცია ამ საკითხზე და მითხრეს, რომ ორ საკადასტრო ერთეულად გაყოფა არავითარ პრობლემად არ მიაჩნიათ ღიობების მოწყობის კუთხით და რადგან ერთიდაიგივე მესაკუთრე ყავს და ერთმანეთის მომიჯნავეა შესაძლებელია ერთ ნაკვეთად განიხილებოდესო. (ტერიტორია რიალურად ერთი ეზოა). მეპატრონეს არ უნდა საკადასტრო ერთეულების გაერთიანება. არქიტექტორების სურვილია იმ კედელზე ღიობები მოეწყოს, ნებართვის გამცემი ორგანოც ამ საკითხზე თანახმაა და ჩვენ შუა რგოლი 41-ის კონსულტანტები ვცდილობდით რაიმე მეთოდით გვეპოვნა გამოსავალი რათა იმ ფასადზე ღიობები დაგვეშვა, თუმცა მგონი ეს არ გამოვა.

ნაჩვენებია 6 შეტყობინება - 1 -დან 6 ჩათვლით (სულ 6)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.