შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები სახანძრო მილდგარი

სახანძრო მილდგარი

by თორნიკე სამხარაძე

ამ თემაში არის 2 პასუხი, 3 მონაწილე, და ბოლოს განახლდა  Sandro Lobzhanidze -ის მიერ 5 года/лет, 9 თვე წინ.

ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #1939

    საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ერთ-ერთ პროექტზე, შუალედურში მოგვწერა შენიშვნა, რომ სახანძრო მილდგარის დამონტაჟება არ შეიძლება დაწნევის სისტემით აღჭურვილ კიბის უჯრედში.

    ვინმემ ხომ არ იცით, რატო არ შეიძლება, ან სადმე წერია რომ არ შეიძლება?

    #1941

    Tamta Sulava
    მონაწილე

    დაწნევის სისტემის არსებობისას გზა-კიბის ყველა კარის დახურვისას კიბის უჯრედში უნდა შეიქმნას მინიმუმ 25 პა და მაქასიმუმ 87 პა წნევა. შესაბამისად კიბის უჯრედში დაწნევის სისტემის არსებობა მოითხოვს, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში კიბის უჯრედის ყველა კარი იყოს დახურული შესაბამისი ერთეული წნევის შესაქმნელად. თუ მილდგარებს კიბის უჯრედში განათავსებთ და ამ მილდგარებით სარგებლობა მოუწევს მეხანძრეს, კიბის კარი ხანძრის დროს გაღებულ მდგომარეობაში იქნება, რაც ვერ უზრუნველყოფს კიბის უჯრედში შესაბამისი პასკალი წნევის შექმნას. ამიტომაც არის ჩანაწერის 905.4 პუნქტში იმის თაობაზე, რომ სახელოს მისაერთებელი უნდა მდებარეობდეს იატაკებს შორის არსებულ შუალედურ დონეზე, თუ სხვაგვარად შეთანხმებული არაა სახანძრო-სამაშველო დანაყოფთან; შესაბამისად თუ სახანძრო სამსახურმა მილდგარების ადგილმდებარეობა კიბის შუალედურ ბაქანზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მილდგარების მათთვის ხელმისაწვდომი ადგილმდებარეობა უნდა განსაზღვროს.

    #1943

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    თორნიკე სამხარაძე, კიბის უჯრედში ჰაერის დაწნევის სისტემის არსებობისას წნევის კონტროლისთვის საინფორმაციოდ შეგიძლია იხილო აღნიშნულ ლინკეზე ვიდეო- https://www.youtube.com/watch?v=DvRJLvKTM3c, სადაც საუბარია, თუ როგორ აკონტროლებს სისტემა ღია კარის შემთხვევაშიც საჭირო წნევას კიბის უჯრედში, შესაბამისად
    მეხანძრეს შეუძლია თავისუფლად გამოიყენეოს კიბის უჯრედში არსებული მილდგარი, ისე რომ არ დაირღვეს მინიმალური წნევა კიბის უჯრედში, თუმცა როგორც აღინიშნა წესების 905.4 ქვეთავი მაინც გულისხმობს, რომ შესაძლებელია სახანძრო მილდგარის მდებაროება პირდაპირი წესით შეათანხმო სახანძრო-სამაშველო დანაყოფთან.

ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.