მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › ჩიხური დერეფნები ერთ გასასვლელიან მრავალბინიან ნაგებობაში
ამ თემაში არის 8 პასუხი, 3 მონაწილე, და ბოლოს განახლდა ვაჟა კუხიანიძე -ის მიერ 6 года/лет, 6 თვე წინ.
-
ავტორიშეტყობინებები
-
სექტემბერი 11, 2018 14:50-ზე #2139
მოგესალმებით. მრავალბინიან ნაგებობაში. რომელსაც ემსახურება ერთი გასასვლელი (1021.2(1) ცხრილი) როგორ უნდა მოხდეს ჩიხური დერეფნის სიგრძის დათვლა? ან საერთოდ ამ დროს ჩიხური დერეფანი განისაზღვრება თუ არა?
როდესაც ესეთ ნაგებობაში შედიხარ ყველა დერეფანი და გზა-კიბეც ითვლება ჩიხად, იმიტომ რომ მეორე გასასვლელი არ არის და ასეთ შემთხვევაში ჩიხური დერეფნები არ უნდა განისაზღვროს.- ესაა ჩემი მოსაზრება და მაინტერესებს თქვენი შეხედულებები ამ საკითხზე.
სექტემბერი 11, 2018 19:41-ზე #2140ჩიხურ დერეფნებთან მიმართებაში დაცული უნდა იყოს წესების (1018.4 ჩიხები) შესაბამისი მოთხოვნები (6 ან 15 მეტრი ან შესაბამისი თანაფარდობა) და 1021.2(1) ცხრილს ჩიხურ დერეფანთან არავითარი კავშირი არ აქვს.
სექტემბერი 12, 2018 17:09-ზე #2141გიორგი ჩიხი წარმოგექმნება მხოლოდ ისეთ სართულებზე, სადაც 2 გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა კარი გაქვს, 1018.4 პუნქტიც სწორედ ასე იწყება: “თუ საჭიროა ერთზე მეტი გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი, გასასვლელთან მისადგომი ისე უნდა მოეწყოს, რომ დერეფნებში არ შეიქმნას 6,0 მ-ზე გრძელი ჩიხები”.
შესაბამისად თუ გაქვს ისეთი ტიპის შენობა, რომლის სართულებსაც ერთი გასასვლელი ემსახურება, ასეთი სართულების მომსახურე დერეფანში ჩიხი არ წარმოიქმნება.
სექტემბერი 12, 2018 19:29-ზე #2142მადლობას გიხდით რჩევისათვის. რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრებაც ეს იყო, ერთ გასასვლელიან სივრცეში ჩიხური დერეფანი ვერ განისაზღვრება, ამას ადასტურებს თქვენს მიერ მითითებული ქვეთავი (1018.4), თუმცა არქიტექტურის სამსახურიდან ეს ხარვეზი გამომივიდა (ჩემს დაექსპერტებულ პროექტზე AR1607713, რომლის გასასვლელების რაოდენობა განსაზღვრულია 1021.2(1) ცხრილის მიხედვით და მეორე სართულიდან ზემოთ ყველა სართული ერთი გასასვლელითაა). ვიფიქრე იქნებ ვცდებითქო და რაიმე სხვა მიდგომა არსებობს ამ კუთხითქო, ამის გამო დავსვი ეს კითხვა. თუმცა აღმოჩნდა რომ ხარვეზია შეცდომით დაწერილი.
სექტემბერი 12, 2018 22:55-ზე #2143წესებში სამი სართულის შემდეგ იყო ორი კიბე მოთხოვნილი და მისი შეცვლა მოხდა საბჭოთა ცნობიერებიდან გამომდინარე (რვა სართულის ჩათვლითაა დასაშვები მრავალბინინაისათვის), თანაც ნაჩქარევად. შესაბამისად რამდენად სწორია, მაგალითად, მეშვიდე სართულზე ჩიხური დერეფნის არგათვალისწინება უსაფრთხოების თვალსაზრისით, მთავარი ხომ უსაფრთხოებაა. მესამე სართულიდან თავდაღწევის შესაძლებლობა მაღალია, ხოლო უფრო მაღალი სართულებიდან ბევრად რთულდება. ამიტომ არ მგონია, რომ ხარვეზი იყოს.
სექტემბერი 12, 2018 23:54-ზე #2144ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ საშხეფი სისტემა მრავალბინინ შენობებში IBC-ში მთლიანად მოითხოვება, ჩვენთან კი ეს ამოღებულ იქნა და 37 მეტრამდე არ მოითხოვება.
სექტემბერი 13, 2018 08:49-ზე #21451018.4 ჩიხები. თუ საჭიროა ერთზე მეტი გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი, გასასვლელთან მისადგომი ისე უნდა მოეწყოს, რომ დერეფნებში არ შეიქმნას 6,0 მ-ზე გრძელი ჩიხები.
გასასვლელთან მისადგომის გზა-კარად შესაძლოა განხილულ იქნას ბინიდან გამოსასვლელი კარი, შესაბამისად თუ სართულზე ერთ ბინაზე მეტია გასათვალისწინებელია 1018.4 ქვეთავის მოთხოვნები.
სექტემბერი 13, 2018 11:29-ზე #2146ასეთ შემთხვევაში გასასვლელთან მისადგომი გზა-კარის განმარტების მიხედვით საცხოვრებელი ერთეულის ოთახებს შორისი კარიც ითვლება გასასვლელთან მისადგომ გზა-კარად და სართულზე ერთი ბინის არსებობის შემთხვევაშიც დერეფნის სიგრძე გასათვალისწინებელია. ალბათ ჯობია 1018.4-იდან სიტყვა “ერთზე მეტი” გაქრეს ან 1021.2(1) ცხრილს დაემატოს დერეფნის ათვლის წერტილსა და უშორესი წერტილს შორის მანძილის შეზღუდვები ავტოსაშხეფით და მის გარეშე.
სექტემბერი 14, 2018 07:27-ზე #2147გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი. დაკავებული ოთახიდან, ფართობიდან ან სივრციდან გამომავალი კარი ან მისადგომი წერტილი გასასვლელისკენ სავალი გზის გასწვრივ. ამ კარიდან გასასვლელი გზა შედის გამავალ ოთახში, დერეფანში, გასასვლელთან მისადგომის კიბეზე ან გასასვლელთან მისადგომის პანდუსზე.
ერთი გასასვლელთან მისადგომის გზა-კარის არსებობა სართულზე ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ამიტომ ჩიხური დერეფნისადმი წესებით განსაზღვრული მოთხოვნები თითქმის ყველა შემთხვევაში გასათვალისწინებელია.
-
ავტორიშეტყობინებები
გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.