შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები ჩიხური დერეფნები ერთ გასასვლელიან მრავალბინიან ნაგებობაში

ჩიხური დერეფნები ერთ გასასვლელიან მრავალბინიან ნაგებობაში

by giorgi lotishvili

მთავარი ფორუმი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები ჩიხური დერეფნები ერთ გასასვლელიან მრავალბინიან ნაგებობაში

ამ თემაში არის 8 პასუხი, 3 მონაწილე, და ბოლოს განახლდა  ვაჟა კუხიანიძე -ის მიერ 5 года/лет, 7 თვე წინ.

ნაჩვენებია 9 შეტყობინება - 1 -დან 9 ჩათვლით (სულ 9)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #2139

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    მოგესალმებით. მრავალბინიან ნაგებობაში. რომელსაც ემსახურება ერთი გასასვლელი (1021.2(1) ცხრილი) როგორ უნდა მოხდეს ჩიხური დერეფნის სიგრძის დათვლა? ან საერთოდ ამ დროს ჩიხური დერეფანი განისაზღვრება თუ არა?

    როდესაც ესეთ ნაგებობაში შედიხარ ყველა დერეფანი და გზა-კიბეც ითვლება ჩიხად, იმიტომ რომ მეორე გასასვლელი არ არის და ასეთ შემთხვევაში ჩიხური დერეფნები არ უნდა განისაზღვროს.- ესაა ჩემი მოსაზრება და მაინტერესებს თქვენი შეხედულებები ამ საკითხზე.

    #2140

    ჩიხურ დერეფნებთან მიმართებაში დაცული უნდა იყოს წესების (1018.4 ჩიხები) შესაბამისი მოთხოვნები (6 ან 15 მეტრი ან შესაბამისი თანაფარდობა) და 1021.2(1) ცხრილს ჩიხურ დერეფანთან არავითარი კავშირი არ აქვს.

    #2141

    Tamta Sulava
    მონაწილე

    გიორგი ჩიხი წარმოგექმნება მხოლოდ ისეთ სართულებზე, სადაც 2 გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა კარი გაქვს, 1018.4 პუნქტიც სწორედ ასე იწყება: “თუ საჭიროა ერთზე მეტი გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი, გასასვლელთან მისადგომი ისე უნდა მოეწყოს, რომ დერეფნებში არ შეიქმნას 6,0 მ-ზე გრძელი ჩიხები”.

    შესაბამისად თუ გაქვს ისეთი ტიპის შენობა, რომლის სართულებსაც ერთი გასასვლელი ემსახურება, ასეთი სართულების მომსახურე დერეფანში ჩიხი არ წარმოიქმნება.

    #2142

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    მადლობას გიხდით რჩევისათვის. რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრებაც ეს იყო, ერთ გასასვლელიან სივრცეში ჩიხური დერეფანი ვერ განისაზღვრება, ამას ადასტურებს თქვენს მიერ მითითებული ქვეთავი (1018.4), თუმცა არქიტექტურის სამსახურიდან ეს ხარვეზი გამომივიდა (ჩემს დაექსპერტებულ პროექტზე AR1607713, რომლის გასასვლელების რაოდენობა განსაზღვრულია 1021.2(1) ცხრილის მიხედვით და მეორე სართულიდან ზემოთ ყველა სართული ერთი გასასვლელითაა). ვიფიქრე იქნებ ვცდებითქო და რაიმე სხვა მიდგომა არსებობს ამ კუთხითქო, ამის გამო დავსვი ეს კითხვა. თუმცა აღმოჩნდა რომ ხარვეზია შეცდომით დაწერილი.

    #2143

    წესებში სამი სართულის შემდეგ იყო ორი კიბე მოთხოვნილი და მისი შეცვლა მოხდა საბჭოთა ცნობიერებიდან გამომდინარე (რვა სართულის ჩათვლითაა დასაშვები მრავალბინინაისათვის), თანაც ნაჩქარევად. შესაბამისად რამდენად სწორია, მაგალითად, მეშვიდე სართულზე ჩიხური დერეფნის არგათვალისწინება უსაფრთხოების თვალსაზრისით, მთავარი ხომ უსაფრთხოებაა. მესამე სართულიდან თავდაღწევის შესაძლებლობა მაღალია, ხოლო უფრო მაღალი სართულებიდან ბევრად რთულდება. ამიტომ არ მგონია, რომ ხარვეზი იყოს.

    #2144

    ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ საშხეფი სისტემა მრავალბინინ შენობებში IBC-ში მთლიანად მოითხოვება, ჩვენთან კი ეს ამოღებულ იქნა და 37 მეტრამდე არ მოითხოვება.

    #2145

    1018.4 ჩიხები. თუ საჭიროა ერთზე მეტი გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი, გასასვლელთან მისადგომი ისე უნდა მოეწყოს, რომ დერეფნებში არ შეიქმნას 6,0 მ-ზე გრძელი ჩიხები.

    გასასვლელთან მისადგომის გზა-კარად შესაძლოა განხილულ იქნას ბინიდან გამოსასვლელი კარი, შესაბამისად თუ სართულზე ერთ ბინაზე მეტია გასათვალისწინებელია 1018.4 ქვეთავის მოთხოვნები.

    #2146

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    ასეთ შემთხვევაში გასასვლელთან მისადგომი გზა-კარის განმარტების მიხედვით საცხოვრებელი ერთეულის ოთახებს შორისი კარიც ითვლება გასასვლელთან მისადგომ გზა-კარად და სართულზე ერთი ბინის არსებობის შემთხვევაშიც დერეფნის სიგრძე გასათვალისწინებელია. ალბათ ჯობია 1018.4-იდან სიტყვა “ერთზე მეტი” გაქრეს ან 1021.2(1) ცხრილს დაემატოს დერეფნის ათვლის წერტილსა და უშორესი წერტილს შორის მანძილის შეზღუდვები ავტოსაშხეფით და მის გარეშე.

    #2147

    გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი. დაკავებული ოთახიდან, ფართობიდან ან სივრციდან გამომავალი კარი ან მისადგომი წერტილი გასასვლელისკენ სავალი გზის გასწვრივ. ამ კარიდან გასასვლელი გზა შედის გამავალ ოთახში, დერეფანში, გასასვლელთან მისადგომის კიბეზე ან გასასვლელთან მისადგომის პანდუსზე.

    ერთი გასასვლელთან მისადგომის გზა-კარის არსებობა სართულზე ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ამიტომ ჩიხური დერეფნისადმი წესებით განსაზღვრული მოთხოვნები თითქმის ყველა შემთხვევაში გასათვალისწინებელია.

ნაჩვენებია 9 შეტყობინება - 1 -დან 9 ჩათვლით (სულ 9)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.