შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები ცხრილი 1021.2 (2)

ცხრილი 1021.2 (2)

by VERA ZAGASHVILI

ამ თემაში არის 3 პასუხი, 3 მონაწილე, და ბოლოს განახლდა VERA ZAGASHVILI VERA ZAGASHVILI -ის მიერ 5 года/лет, 9 თვე წინ.

ნაჩვენებია 4 შეტყობინება - 1 -დან 4 ჩათვლით (სულ 4)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #2046
    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    გამარჯობა, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება 1021.2 (2) ცხრილთან მიმართებაში, კერძოდ: გრაფაში “პირველი სართული ან სართული მიწის დონის ქვევით” ორჯერ არის ჩაწერილი სწ ჯგუფი, სხვადასხვა მონაცემებით. მე ვფიქრობ, რომ სწ (29 30მ) ეხება ისეთ შენობებს/სივრცეებს, რომელთა გასასვლელები შენობიდან გამოსასვლელის დონეზეა და პირდაპირ გადის გარეთ. რამდენად მეთანხმებით?

    #2051

    ერთი გასასვლელის შემთხვევაში გასასვლელი პირდაპირ გარეთ უნდა გადიოდეს.

    #2055

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    ვერა, 1021.2 (2) ცხრილში სწ დაკავებულობის ჯგუფის ორჯერ დაწერის პრინციპი ვფიქრობ შემდეგია:
    რაც უფრო მეტია დაკავებულობის დატვირთვა მით ნაკლებია გასასვლელთან მისადგომის მაქსიმალური მანძილი, მაგალითად თუ დაკავებულობის დატვირთვა არის 29 ან ნაკლები გასასვლელამდე სავალი მაქსიმალური მანძილი უნდა ავიღოთ 30 მეტრი, ხოლო როდესაც დაკავებულობის დატვირთვა არის 29-დან 49 ის ჩათვლით გასასვლელამდე სავალი მაქსიმალური მანძილი უნდა ავიღოთ 23 მეტრი. ასევე, ცხრილის სქოლიოს “ბ” პუნქტის მიხედვით, თუ შენობა აღჭურვილია ავტოსაშხეფი სისტემით 49 დაკავებულობის დატვირთვის ჩათვლითაც გასასვლელამდე სავალი მაქსიმალური მანძილი უნდა ავიღოთ 30 მეტრი.

    #2056
    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    ბატონო ვაჟა, სანდრო, დიდი მადლობა კომენტარებისთვის და დაკვალიანებისთვის.

    მე აღნიშნულ მოსაზრებამდე მივედი 1021.2 პუნქტის პირველი გამონაკლისიდან, კერძოდ: “დასაშვებია, 1015.1 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილ ოთახებს, ფართობებსა და სივრცეებს, რომელთა გასასვლელები შენობიდან გამოსასვლელის დონეზეა და პირდაპირ გარეთ გადის, ემსახურებოდეს ერთი გასასვლელი”. ანუ მაგალითისთვის თუ პირველ სართულზე (შენობიდან გამოსასვლელის დონეზე) მაქვს სწ დაკავებულობის ჯგუფი მაშინ გამოვიყენებდი ქვედა გრაფაში დაფიქსირებულ სწ ჯგუფს, რომლის დაკავებულობის დატვირთვა ასევე ემთხვევა 1015.1 ცხრილში დაფიქსირებულს, ხოლო თუ სწ ჯგუფის მქონე სივრცე განთავსებულია მიწის დონის ქვედა სართულზე და აღნიშნული შენობიდან გამოსასვლელს უკავშირდება გასასვლელი გზა-კიბის საშუალებით, მაშინ გამოვიყენებდი ზედა გრაფაში დაფიქსირებულ სწ ჯგუფს.

    p.s სანდრო ასევე ლოგიკურად მიმაჩნია შენი მოსაზრება დაკავებულობის დატვირთვის მატების შემთხვევაში სავალი მანძილის შემცირების მოთხოვნასთან მიმართებაში.

    მადლობა

ნაჩვენებია 4 შეტყობინება - 1 -დან 4 ჩათვლით (სულ 4)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.