შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი

ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი

by Sandro Lobzhanidze

მთავარი ფორუმი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი

ამ თემაში არის 4 პასუხი, 4 მონაწილე, და ბოლოს განახლდა VERA ZAGASHVILI VERA ZAGASHVILI -ის მიერ 5 года/лет, 9 თვე წინ.

ნაჩვენებია 5 შეტყობინება - 1 -დან 5 ჩათვლით (სულ 5)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #1884

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    როგორ იზომება ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი?

    #1885

    Аноним

    შენობის ფასადის მართობულად მიწის ნაკვეთის საზღვრამდე ან საზოგადოებრივი გზის შუა ხაზამდე

    #1887

    otar sulaberidze
    მონაწილე

    აღნიშნული მანძილი იზომება შენობის ფასადის მართობულად, და არსებობს სამი შემთხვევა ძირითადად:
    1) საკადასტრო საზღვრამდე
    2) ქუჩის შუახაზამდე
    3) ორ შენობას შორის გავლებულ წარმოსახვით ხაზამდე

    #1888

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    გმადლობთ, თუ შეიძლება დამატებით განიმიმარტეთ შენობებს შორის წარმოსახვითი ხაზის გავლების პროცესი, სად და რა დაშორებით უნდა გავავლო წარმოსახვითი ხაზი?

    • პასუხი შეცვლილია 5 года/лет, 9 თვე წინ,  Sandro Lobzhanidze-ის მიერ.
    #1948
    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    ერთ მიწის ნაკვეთზე ორ შენობის შემთხვევაში წარმოსახვითი ხაზი იქ უნდა გავავლოთ სადაც გვაწყობს (ანუ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ცენტრში გავატაროთ), თუმცა შეგვიძლია შენობები განვიხილოთ ერთი შენობის ნაწილებად და მათ შორის არ გავავლოთ წარმოსახვითი საზღვარი, თუ მათი საერთო ფართობი არ გაცდება 503 ცხრილში განსაზღვრულ მაჩვენებლებს. ასევე იმ შემთხვევაში თუ შენობებს სხვადასხვა კონსტრუციის ტიპი აქვთ მინიჭებული (მაგალითად ერთი შენობაა არის ხის, ხოლო მეორე რკინაბეტონის კონსტრუქციის), უფრო მკაცრი კონსტრუქციის ტიპის მიხედვით უნდა განვიხილოთ.
    იმ შემთხვევაში თუ შენობებს განვიხილავთ ერთი შენობის ნაწილად,მაშინ მიუხედავად იმისა, რომ შენობები ერთმანეთისგან დაშორებული იქნება გარკვეული მანძილით, 508.4 ცხრილი მაინც უნდა გამოვიყენოთ. თუ 508.4 ცხრილი უფრო მკაცრ მოთხოვნებს წაგვიყენებს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს კიდეც შენობებს შორის წარმოსახვითი საზღვარის გავლება.

ნაჩვენებია 5 შეტყობინება - 1 -დან 5 ჩათვლით (სულ 5)

გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.