შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები ცხრილი 1021.2 (2) პასუხი თემაში: ცხრილი 1021.2 (2)

პასუხი თემაში: ცხრილი 1021.2 (2)

by VERA ZAGASHVILI
#2056
VERA ZAGASHVILIVERA ZAGASHVILI
მონაწილე

ბატონო ვაჟა, სანდრო, დიდი მადლობა კომენტარებისთვის და დაკვალიანებისთვის.

მე აღნიშნულ მოსაზრებამდე მივედი 1021.2 პუნქტის პირველი გამონაკლისიდან, კერძოდ: “დასაშვებია, 1015.1 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილ ოთახებს, ფართობებსა და სივრცეებს, რომელთა გასასვლელები შენობიდან გამოსასვლელის დონეზეა და პირდაპირ გარეთ გადის, ემსახურებოდეს ერთი გასასვლელი”. ანუ მაგალითისთვის თუ პირველ სართულზე (შენობიდან გამოსასვლელის დონეზე) მაქვს სწ დაკავებულობის ჯგუფი მაშინ გამოვიყენებდი ქვედა გრაფაში დაფიქსირებულ სწ ჯგუფს, რომლის დაკავებულობის დატვირთვა ასევე ემთხვევა 1015.1 ცხრილში დაფიქსირებულს, ხოლო თუ სწ ჯგუფის მქონე სივრცე განთავსებულია მიწის დონის ქვედა სართულზე და აღნიშნული შენობიდან გამოსასვლელს უკავშირდება გასასვლელი გზა-კიბის საშუალებით, მაშინ გამოვიყენებდი ზედა გრაფაში დაფიქსირებულ სწ ჯგუფს.

p.s სანდრო ასევე ლოგიკურად მიმაჩნია შენი მოსაზრება დაკავებულობის დატვირთვის მატების შემთხვევაში სავალი მანძილის შემცირების მოთხოვნასთან მიმართებაში.

მადლობა