მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › ცხრილი 1021.2 (2)
- This topic has 3 პასუხი, 3 მონაწილე, and was last updated 8 years წინ by
VERA ZAGASHVILI.
-
ავტორიშეტყობინებები
-
ივლისი 27, 2018 01:39-ზე #2046
VERA ZAGASHVILIმონაწილეგამარჯობა, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება 1021.2 (2) ცხრილთან მიმართებაში, კერძოდ: გრაფაში “პირველი სართული ან სართული მიწის დონის ქვევით” ორჯერ არის ჩაწერილი სწ ჯგუფი, სხვადასხვა მონაცემებით. მე ვფიქრობ, რომ სწ (29 30მ) ეხება ისეთ შენობებს/სივრცეებს, რომელთა გასასვლელები შენობიდან გამოსასვლელის დონეზეა და პირდაპირ გადის გარეთ. რამდენად მეთანხმებით?
ივლისი 27, 2018 10:43-ზე #2051ვაჟა კუხიანიძე
მონაწილეერთი გასასვლელის შემთხვევაში გასასვლელი პირდაპირ გარეთ უნდა გადიოდეს.
ივლისი 27, 2018 16:08-ზე #2055Anonymous
Inactiveვერა, 1021.2 (2) ცხრილში სწ დაკავებულობის ჯგუფის ორჯერ დაწერის პრინციპი ვფიქრობ შემდეგია:
რაც უფრო მეტია დაკავებულობის დატვირთვა მით ნაკლებია გასასვლელთან მისადგომის მაქსიმალური მანძილი, მაგალითად თუ დაკავებულობის დატვირთვა არის 29 ან ნაკლები გასასვლელამდე სავალი მაქსიმალური მანძილი უნდა ავიღოთ 30 მეტრი, ხოლო როდესაც დაკავებულობის დატვირთვა არის 29-დან 49 ის ჩათვლით გასასვლელამდე სავალი მაქსიმალური მანძილი უნდა ავიღოთ 23 მეტრი. ასევე, ცხრილის სქოლიოს “ბ” პუნქტის მიხედვით, თუ შენობა აღჭურვილია ავტოსაშხეფი სისტემით 49 დაკავებულობის დატვირთვის ჩათვლითაც გასასვლელამდე სავალი მაქსიმალური მანძილი უნდა ავიღოთ 30 მეტრი.ივლისი 27, 2018 17:22-ზე #2056
VERA ZAGASHVILIმონაწილებატონო ვაჟა, სანდრო, დიდი მადლობა კომენტარებისთვის და დაკვალიანებისთვის.
მე აღნიშნულ მოსაზრებამდე მივედი 1021.2 პუნქტის პირველი გამონაკლისიდან, კერძოდ: “დასაშვებია, 1015.1 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილ ოთახებს, ფართობებსა და სივრცეებს, რომელთა გასასვლელები შენობიდან გამოსასვლელის დონეზეა და პირდაპირ გარეთ გადის, ემსახურებოდეს ერთი გასასვლელი”. ანუ მაგალითისთვის თუ პირველ სართულზე (შენობიდან გამოსასვლელის დონეზე) მაქვს სწ დაკავებულობის ჯგუფი მაშინ გამოვიყენებდი ქვედა გრაფაში დაფიქსირებულ სწ ჯგუფს, რომლის დაკავებულობის დატვირთვა ასევე ემთხვევა 1015.1 ცხრილში დაფიქსირებულს, ხოლო თუ სწ ჯგუფის მქონე სივრცე განთავსებულია მიწის დონის ქვედა სართულზე და აღნიშნული შენობიდან გამოსასვლელს უკავშირდება გასასვლელი გზა-კიბის საშუალებით, მაშინ გამოვიყენებდი ზედა გრაფაში დაფიქსირებულ სწ ჯგუფს.
p.s სანდრო ასევე ლოგიკურად მიმაჩნია შენი მოსაზრება დაკავებულობის დატვირთვის მატების შემთხვევაში სავალი მანძილის შემცირების მოთხოვნასთან მიმართებაში.
მადლობა
-
ავტორიშეტყობინებები
- გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.

