შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები Green facade პასუხი თემაში: Green facade

პასუხი თემაში: Green facade

by ვაჟა კუხიანიძე
#2120

თამთა, უპირველესყოვლისა ალბათ გარე კედლის გარეთა მხარეს აუცილებელი იქნება 1404.2-ის შესაბამისი წყალმედეგი ზღუდე და 1405.4-ის შესაბამისი ჰიდროიზოლაცია, რათა წყალმა და ნესტმა გარე კედლის სტრუქტურაში ვერ შეაღწიოს.

რაც შეეხება გარე კედლის გარე საფარს, ჩემი აზრით მწვანე ფასადი ალბათ ყველაზე მეტად ჰგავს 1405.11-ის შესაბამის ლითონის საფარებს, რადგან ორივე გარე კედლიდან (მაგალითად წყალმედეგი ზღუდიდან) დაცილებულია სამაგრების მეშვეობით (სამაგრების კედლის საყრდენ ნაწილთან დამაგრების ადგილებსაც ნესტსაწინააღმდეგო დაცვა უნდა, რაც მოცემულია 1405.11-ში). ლითონის საფარის მაგივრად იქნება ლითონის ბადე, ბადეს კი დაეყრდნობა გამწვანება. სავარაუდოდ განსხვავებული იქნება მწვანე ფასადის წონა და შესაბამისად ჩამაგრების მეთოდი, რისთვისაც ალბათ საჭირო იქნება სტრუქტურის ინჟინერი ან/და სათანადო სტანდარტი.

უფრო ზუსტად მწვანე ფასადის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა იყოს „international green construction code“-ში.