- This topic has 1 პასუხი, 2 მონაწილე, and was last updated 7 years, 11 months წინ by .
ნაჩვენებია 2 შეტყობინება - 1 -დან 2 ჩათვლით (სულ 2)
ნაჩვენებია 2 შეტყობინება - 1 -დან 2 ჩათვლით (სულ 2)
- გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.
მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › Green facade
თეგები: ქ
გამარჯობა,
ძალიან დამეხმარებით თუ გამიზიარებთ თქვენს გამოცდილებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მწვანე ფასადთან მიმართებაში. რა ტიპის რეგულაციები შეიძლება განვავრცო #41-ე დადგენილებიდან მსგავსი ტიპის ფასადების არსებობისას. საპროექტო შენობა არის 130 მეტრის სიმაღლის და მთლიანი ფასადის მოწყობა გადაწყვეტილი აქვთ მსგავსი ტექნოლოგიით.
დიდი მადლობა წინასწარ.
თამთა, უპირველესყოვლისა ალბათ გარე კედლის გარეთა მხარეს აუცილებელი იქნება 1404.2-ის შესაბამისი წყალმედეგი ზღუდე და 1405.4-ის შესაბამისი ჰიდროიზოლაცია, რათა წყალმა და ნესტმა გარე კედლის სტრუქტურაში ვერ შეაღწიოს.
რაც შეეხება გარე კედლის გარე საფარს, ჩემი აზრით მწვანე ფასადი ალბათ ყველაზე მეტად ჰგავს 1405.11-ის შესაბამის ლითონის საფარებს, რადგან ორივე გარე კედლიდან (მაგალითად წყალმედეგი ზღუდიდან) დაცილებულია სამაგრების მეშვეობით (სამაგრების კედლის საყრდენ ნაწილთან დამაგრების ადგილებსაც ნესტსაწინააღმდეგო დაცვა უნდა, რაც მოცემულია 1405.11-ში). ლითონის საფარის მაგივრად იქნება ლითონის ბადე, ბადეს კი დაეყრდნობა გამწვანება. სავარაუდოდ განსხვავებული იქნება მწვანე ფასადის წონა და შესაბამისად ჩამაგრების მეთოდი, რისთვისაც ალბათ საჭირო იქნება სტრუქტურის ინჟინერი ან/და სათანადო სტანდარტი.
უფრო ზუსტად მწვანე ფასადის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა იყოს „international green construction code“-ში.