შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები 1704.2 საჰაეროების მდებარეობა პასუხი თემაში: 1704.2 საჰაეროების მდებარეობა

პასუხი თემაში: 1704.2 საჰაეროების მდებარეობა

by
#2172
Anonymous
Inactive

მოგესალმებით,

ლიფტის შახტის თავი თუ არ გადის სამანქანო ოთახში წესების 1704.3 ქვეთავის მიხედვით განიავებისთვის შეგიძლია გაუკეთო ღიობები ლიფტის შახტის ფართობის 3.5%, მაგრამ არანაკლებ 0.28 კვ.მ, შეგიძლია ღიობის ფართობი გაყო რამდენიმე ნაწილად და გადაანაწილო შახტის კედლის პერიმეტრზე მაგალითად 0.14 კვ.მ ერთ მხარეს და 0.14 კვ.მ მეორე მხარეს.
საჰაეროების ფართობის 1/3 ყოველთვის ღია უნდა იყოს, დანარჩენი ნაწილი კი შესაძლებელია შეივსოს მინით ან ცხაურებით, შესაძლებელია ყველა ღიობებში იყოს ცხაურები თუ ცხაურების ფირფიტებს შორის დარჩენილი ღია ფართობი იქნება ღიოებების ფართობის 1/3 ან მეტი.

თუ ლიფტის შახტის თავი გადის ან ტექნიკურ ოთახში ან სამანქანოში იხელმძღვანელეთ 10704.2 და 1704.3 ქვეთავებით.