- This topic has 1 პასუხი, 2 მონაწილე, and was last updated 7 years, 9 months წინ by .
ნაჩვენებია 2 შეტყობინება - 1 -დან 2 ჩათვლით (სულ 2)
ნაჩვენებია 2 შეტყობინება - 1 -დან 2 ჩათვლით (სულ 2)
- გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.
მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › 1704.2 საჰაეროების მდებარეობა
1704.2 საჰაეროების მდებარეობა. საჰაეროები ლიფტის შახტის თავში უნდა იყოს და უნდა გადიოდეს გარეთ პირდაპირ ან არაწვადი არხების საშუალებით.
გამარჯობათ.
ლიფტის შახტის თავშე ვაპირებ საჰაეროს გაკეთებას და ვინმეს თუ გაგიკეთებიათ და შეგიძლიათ დამეხმაროთ, როგორი სისტემაა?
მოგესალმებით,
ლიფტის შახტის თავი თუ არ გადის სამანქანო ოთახში წესების 1704.3 ქვეთავის მიხედვით განიავებისთვის შეგიძლია გაუკეთო ღიობები ლიფტის შახტის ფართობის 3.5%, მაგრამ არანაკლებ 0.28 კვ.მ, შეგიძლია ღიობის ფართობი გაყო რამდენიმე ნაწილად და გადაანაწილო შახტის კედლის პერიმეტრზე მაგალითად 0.14 კვ.მ ერთ მხარეს და 0.14 კვ.მ მეორე მხარეს.
საჰაეროების ფართობის 1/3 ყოველთვის ღია უნდა იყოს, დანარჩენი ნაწილი კი შესაძლებელია შეივსოს მინით ან ცხაურებით, შესაძლებელია ყველა ღიობებში იყოს ცხაურები თუ ცხაურების ფირფიტებს შორის დარჩენილი ღია ფართობი იქნება ღიოებების ფართობის 1/3 ან მეტი.
თუ ლიფტის შახტის თავი გადის ან ტექნიკურ ოთახში ან სამანქანოში იხელმძღვანელეთ 10704.2 და 1704.3 ქვეთავებით.