შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი პასუხი თემაში: ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი

პასუხი თემაში: ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი

by VERA ZAGASHVILI
#1948
VERA ZAGASHVILIVERA ZAGASHVILI
მონაწილე

ერთ მიწის ნაკვეთზე ორ შენობის შემთხვევაში წარმოსახვითი ხაზი იქ უნდა გავავლოთ სადაც გვაწყობს (ანუ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ცენტრში გავატაროთ), თუმცა შეგვიძლია შენობები განვიხილოთ ერთი შენობის ნაწილებად და მათ შორის არ გავავლოთ წარმოსახვითი საზღვარი, თუ მათი საერთო ფართობი არ გაცდება 503 ცხრილში განსაზღვრულ მაჩვენებლებს. ასევე იმ შემთხვევაში თუ შენობებს სხვადასხვა კონსტრუციის ტიპი აქვთ მინიჭებული (მაგალითად ერთი შენობაა არის ხის, ხოლო მეორე რკინაბეტონის კონსტრუქციის), უფრო მკაცრი კონსტრუქციის ტიპის მიხედვით უნდა განვიხილოთ.
იმ შემთხვევაში თუ შენობებს განვიხილავთ ერთი შენობის ნაწილად,მაშინ მიუხედავად იმისა, რომ შენობები ერთმანეთისგან დაშორებული იქნება გარკვეული მანძილით, 508.4 ცხრილი მაინც უნდა გამოვიყენოთ. თუ 508.4 ცხრილი უფრო მკაცრ მოთხოვნებს წაგვიყენებს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს კიდეც შენობებს შორის წარმოსახვითი საზღვარის გავლება.