- This topic has 4 პასუხი, 4 მონაწილე, and was last updated 8 years წინ by .
ნაჩვენებია 5 შეტყობინება - 1 -დან 5 ჩათვლით (სულ 5)
ნაჩვენებია 5 შეტყობინება - 1 -დან 5 ჩათვლით (სულ 5)
- გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.
მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი
როგორ იზომება ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი?
შენობის ფასადის მართობულად მიწის ნაკვეთის საზღვრამდე ან საზოგადოებრივი გზის შუა ხაზამდე
აღნიშნული მანძილი იზომება შენობის ფასადის მართობულად, და არსებობს სამი შემთხვევა ძირითადად:
1) საკადასტრო საზღვრამდე
2) ქუჩის შუახაზამდე
3) ორ შენობას შორის გავლებულ წარმოსახვით ხაზამდე
გმადლობთ, თუ შეიძლება დამატებით განიმიმარტეთ შენობებს შორის წარმოსახვითი ხაზის გავლების პროცესი, სად და რა დაშორებით უნდა გავავლო წარმოსახვითი ხაზი?
ერთ მიწის ნაკვეთზე ორ შენობის შემთხვევაში წარმოსახვითი ხაზი იქ უნდა გავავლოთ სადაც გვაწყობს (ანუ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ცენტრში გავატაროთ), თუმცა შეგვიძლია შენობები განვიხილოთ ერთი შენობის ნაწილებად და მათ შორის არ გავავლოთ წარმოსახვითი საზღვარი, თუ მათი საერთო ფართობი არ გაცდება 503 ცხრილში განსაზღვრულ მაჩვენებლებს. ასევე იმ შემთხვევაში თუ შენობებს სხვადასხვა კონსტრუციის ტიპი აქვთ მინიჭებული (მაგალითად ერთი შენობაა არის ხის, ხოლო მეორე რკინაბეტონის კონსტრუქციის), უფრო მკაცრი კონსტრუქციის ტიპის მიხედვით უნდა განვიხილოთ.
იმ შემთხვევაში თუ შენობებს განვიხილავთ ერთი შენობის ნაწილად,მაშინ მიუხედავად იმისა, რომ შენობები ერთმანეთისგან დაშორებული იქნება გარკვეული მანძილით, 508.4 ცხრილი მაინც უნდა გამოვიყენოთ. თუ 508.4 ცხრილი უფრო მკაცრ მოთხოვნებს წაგვიყენებს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს კიდეც შენობებს შორის წარმოსახვითი საზღვარის გავლება.