შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები განიავება პასუხი თემაში: განიავება

პასუხი თემაში: განიავება

by ვაჟა კუხიანიძე
#2116

კიბეს, კიბის ვესტიბულს, ლიფტის ფოიეს (ტამბურს) და დერეფანს, ასევე შენობის სხვა სივრცეებს მაგალითად ბინას სჭირდებათ განიავება, განიავების სისტემა თითოეულისთვის უნდა იყოს ცალ-ცალკე და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. განიავება უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური, თუ ბუნებრივი არასაკმარისია უნდა დაემატოს ხელოვნურიც.
მაგალითად კიბეს და კიბის ვესტიბულს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განიავება, განიავების სისტემის ამოცანაა ჩვეულებრივ მდგომარეობაში სათანადო ჰაერით უზრუნველყოს თითოეული სივრცე და კვამლის გაჩენის შემთხვევაში მოახდინოს კვამლის გაწოვა, უპირველესყოვლისა კვამლის გაწოვა საჭიროა კიბის ვესტიბულისათვის, რათა მეტად იყოს დაცული კიბე კვამლისაგან.