- This topic has 3 პასუხი, 3 მონაწილე, and was last updated 7 years, 11 months წინ by .
ნაჩვენებია 4 შეტყობინება - 1 -დან 4 ჩათვლით (სულ 4)
ნაჩვენებია 4 შეტყობინება - 1 -დან 4 ჩათვლით (სულ 4)
- გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.
მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › განიავება
ვერ გავერკვიე კიბის, კიბის ვესტიბიულის, ლიფტის ტამბურის და დერეფნის მექანიკური განიავების საკითხებში. იქნებ დამეხმაროთ აღნიშნულის გარკვევაში და შესაბამისი ნიმუშებიც თუ გაქვთ რომ გამიზიაროთ.
კიბეს, კიბის ვესტიბულს, ლიფტის ფოიეს (ტამბურს) და დერეფანს, ასევე შენობის სხვა სივრცეებს მაგალითად ბინას სჭირდებათ განიავება, განიავების სისტემა თითოეულისთვის უნდა იყოს ცალ-ცალკე და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. განიავება უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური, თუ ბუნებრივი არასაკმარისია უნდა დაემატოს ხელოვნურიც.
მაგალითად კიბეს და კიბის ვესტიბულს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განიავება, განიავების სისტემის ამოცანაა ჩვეულებრივ მდგომარეობაში სათანადო ჰაერით უზრუნველყოს თითოეული სივრცე და კვამლის გაჩენის შემთხვევაში მოახდინოს კვამლის გაწოვა, უპირველესყოვლისა კვამლის გაწოვა საჭიროა კიბის ვესტიბულისათვის, რათა მეტად იყოს დაცული კიბე კვამლისაგან.
გმადლობთ
გამარჯობა ლადო,
გიზიარებ ლინკს სადაც გარკვეული სახის დიაგრამებია მოცემული მექანიკურ განიავებასთან მიმართებაში, შესაძლოა ზოგადი წარმოდგენის სახით გამოგადგეს. https://www.scdf.gov.sg/docs/default-source/scdf-library/fssd-downloads/hb_v5_ch7.pdf