მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › კარის ცეცხლმედეგობა › პასუხი თემაში: კარის ცეცხლმედეგობა
გამარჯობა,
კიბის უჯრედის შახტში ჩყენებული კარი 90 წუთიანი ცეცხლმედეგობის ხარისხის უნდა იყოს, რადგან კიბის უჯრედის შემომზღუდავს მოეთხოვება 2 საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხი. ცეცხლმედეგობის ხარისხი ნიშნავს მინიმალურ ცრცხლმედეგობას, ხოლო კელის მინიმალურზე მეტი ცეცხლმედეგობის შემთხვევაში კარის ცეცხლმედეგობის კედლის მინიმალური ცეცხლმედეგობის მიხედვით განისაზღვრება.
ლიფტის შახტის კარს ცეცხლმედეგობის ხარისხი არ მოეთხოვება, რადგან საგანგებო ვითარებისას ლიფტი არ გამოიყენება, მაგრამ ლიფტის შახტის გავლით არ უნდა გავრცელდეს კვამლი, რისთვისაც მაგალითად საჭიროა ლიფტის შახტში დაწნევის სისტემა.
განსხვავებულია სახანძრო-სამაშველო ლიფტი, რომელსაც სჭირდება ფოიე, სადაც ფოიეს შემომზღუდავი კედლის ცეცხლმედეგობის ხარისხი 2 საათი, ხოლო კარის 90 წუთი უნდა იყოს.

