- This topic has 2 პასუხი, 2 მონაწილე, and was last updated 7 years, 11 months წინ by .
ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)
ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)
- გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.
მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › კარის ცეცხლმედეგობა
გამარჯობა,
ერთი საკითხი მაინტერესებს. კიბის უჯრედები და ლიფტის შახტები მაქვს მოქცეული დიაფრაგმებში. დიაფრაგმების ცეცხლმედეგობა კონსტრუქციის ტიპიდან გამომდინარე უტოლდება 3 საათს. ასეთ მზიდ კედლებში გამოჭრილი კარის და ლიფტის კარის ცეცხლმედეგობის ხარისხი მაინც 90 წუთი უნდა იყო?
გამარჯობა,
კიბის უჯრედის შახტში ჩყენებული კარი 90 წუთიანი ცეცხლმედეგობის ხარისხის უნდა იყოს, რადგან კიბის უჯრედის შემომზღუდავს მოეთხოვება 2 საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხი. ცეცხლმედეგობის ხარისხი ნიშნავს მინიმალურ ცრცხლმედეგობას, ხოლო კელის მინიმალურზე მეტი ცეცხლმედეგობის შემთხვევაში კარის ცეცხლმედეგობის კედლის მინიმალური ცეცხლმედეგობის მიხედვით განისაზღვრება.
ლიფტის შახტის კარს ცეცხლმედეგობის ხარისხი არ მოეთხოვება, რადგან საგანგებო ვითარებისას ლიფტი არ გამოიყენება, მაგრამ ლიფტის შახტის გავლით არ უნდა გავრცელდეს კვამლი, რისთვისაც მაგალითად საჭიროა ლიფტის შახტში დაწნევის სისტემა.
განსხვავებულია სახანძრო-სამაშველო ლიფტი, რომელსაც სჭირდება ფოიე, სადაც ფოიეს შემომზღუდავი კედლის ცეცხლმედეგობის ხარისხი 2 საათი, ხოლო კარის 90 წუთი უნდა იყოს.
დიდი მადლობა