შინ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები გარე კედლისადმი მოთხოვნები პასუხი თემაში: გარე კედლისადმი მოთხოვნები

პასუხი თემაში: გარე კედლისადმი მოთხოვნები

by Tamta Sulava
#2157
Tamta Sulava
მონაწილე

გამარჯობა გიორგი,

ვინაიდან შენობა გაქვს VB კონსტრუქციის, 601-ე ცხრილიდან გამომდინარე შენობის ელემენტებს არ მოეთხოვება ცეცხლმედეგობის ხარისხი, 602-ე ცხრილის შესაბამისად ხანძარსაწინააღმდეგო მანძილიდან გამომდინარე, არც გარე არამზიდი კედლისათვის არის საჭირო ცეცხლმედეგობის განსაზღვრა, თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო 705.8 პუნქტის მე-2 გამონაკლისი, რომლის თანახმად შეუზღუდავი რაოდენობის დაუცველი ღიობები დასაშვებია შენობებში, რომელთა გარე მზიდ კედლებს, გარე არამზიდ კედლებსა და გარე მთავარ სტრუქტურულ ჩარჩოს არ მოეთხოვება, ჰქონდეს ცეცხლმედეგობის ხარისხი.