- This topic has 2 პასუხი, 2 მონაწილე, and was last updated 7 years, 9 months წინ by .
ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)
ნაჩვენებია 3 შეტყობინება - 1 -დან 3 ჩათვლით (სულ 3)
- გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.
მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › გარე კედლისადმი მოთხოვნები
ვამუშავებ ერთ პროექტს, რომელიც არის ცალკე მდგომი ნაგებობა (საწყობი სწ-1) V-B ტიპის. მას აქვს ლითონის კონსტრუქციის სახურავი, ერთი ფასადი ამოშენებულია ცეცხლმედეგი კედლით, დანარჩენი სამი ფასადი არ არის ამოშენებული და არის ღია. ნაგებობის პირველი და მეორე ღია ფასადის მხრიდან ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი 9 მეტრზე მეტია, ხოლო მესამე ღია ფასადიდან ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი 3,2 მეტრია. რადგან ნაგებობა V-B ტიპისაა 602 ცხრილის მიხედვით ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის 3,2 მეტრის შემთხვევაში ცეცხლმედეგობა არ ესაჭიროება.
რადგან ცეცხლმედეგობა არ ესაჭიროება ნიშნავს თუ არა იმას, რომ საერთოდ კედელი არ ჭირდება მესამე ღია ფასადის მხარეს?
და თუ კედელი არ ესაჭიროება როგორ უნდა განვსაზღვროთ 705,8 ქვეთავი, სადაც ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის 3,2 მეტრის შემთხვევაში მხოლოდ 15% დასაშვები დაუცველი ღიობები?
გამარჯობა გიორგი,
ვინაიდან შენობა გაქვს VB კონსტრუქციის, 601-ე ცხრილიდან გამომდინარე შენობის ელემენტებს არ მოეთხოვება ცეცხლმედეგობის ხარისხი, 602-ე ცხრილის შესაბამისად ხანძარსაწინააღმდეგო მანძილიდან გამომდინარე, არც გარე არამზიდი კედლისათვის არის საჭირო ცეცხლმედეგობის განსაზღვრა, თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო 705.8 პუნქტის მე-2 გამონაკლისი, რომლის თანახმად შეუზღუდავი რაოდენობის დაუცველი ღიობები დასაშვებია შენობებში, რომელთა გარე მზიდ კედლებს, გარე არამზიდ კედლებსა და გარე მთავარ სტრუქტურულ ჩარჩოს არ მოეთხოვება, ჰქონდეს ცეცხლმედეგობის ხარისხი.
უგრმესი მადლობა თამთა.