- This topic has 0 პასუხი, 1 მონაწილე, and was last updated 7 years, 1 month წინ by .
ნაჩვენებია 1 შეტყობინება - 1 -დან 1 ჩათვლით (სულ 1)
ნაჩვენებია 1 შეტყობინება - 1 -დან 1 ჩათვლით (სულ 1)
- გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.
მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › დაუკავებელი დაბალი სივრცეები
711.3.3 ქვეთავში მოხსენიებულია ფრაზა “დაუკავებელი დაბალი სივრცეები”. 1103.2.8 ასევე მოხსენიებულია “დაუკავებელი სივრცეები”. 1203.3.1 ქვეთავში მოხსენიებულია იატაკვეშა “დაბალი სივრცე”. 1209.1 ქვეთავში მოხსენიებულია “დაბალ სივრცესთან მისადგომი”. 415.7.1 ქვეთავში მოხსენიებულია “დაბალი სივრცეები ან სხვა იატაკქვეშა სივრცეები”. ასევე სხვა ადგილას ბევრგან გვხვდება ასეთი ფრაზები.
1208.2 ქვეთავის მიხედვით დასაკავებელ სივრცეს უნდა ქონდეს მინიმუმ 2,3 მეტრი სიმაღლე. ანუ იგულისხმება, რომ მასზე დაბალ სივრცეს ვერ მივცემთ დაკავებულობას.
ერთ ერთ პროექტზე ნაგებობის ქვეშ გვაქვს სივრცე, სადაც ჭერის სიმაღლე 2,0 მეტრია და რიგელების ქვეშ 1,7 მეტრი, სივრცე გამოიყენება კანალიზაციის მილების გასაყვანად. მილების გაყვანის შემდეგ ამ სივრცეში დარჩება გასაძრომები 1,3 მეტრი სიმაღლის.
არქიტექტურის სამსახური გვეუბნება, რომ ამ სივრცეს მივცეთ დაკავებულობა და ავამაღლოთ 2,3 მეტრამდე, რადგან დაუკავებელი დაბალი სივრცეები არ უნდა იყოს. რამდენიმე პროექტზე მსგავსი ხარვეზი მოგვივიდა.
გთხოვთ დაგვეხმაროთ გარკვევაში და გვითხრათ თქვენი აზრი – შესაძლებელია თუ არა დაბალმა, დაუკავებელმა სივრცემ იარსებოს, სადაც კომუნიკაციები გაივლის და ადამიანი იქ შეძვრება მხოლოდ კომუნიკაციის შესაკეთებლად. თუ ასეთ სივრცეს არსებობის უფლება არ აქვს მაშინ, რატომაა ამდენჯერ ნახსენები წესებში ასეთი სივრცეები? საერთოდ შესაძლებელია თუ არა ტექნიკური სართულის მოწყობა? როგორ დავიჯერო რომ ეს წესები ტექნიკური სართულის არსებობას ეწინააღმდეგება. გთხოვთ მითხრათ თქვენი აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით.