- This topic has 1 პასუხი, 2 მონაწილე, and was last updated 7 years, 9 months წინ by .
ნაჩვენებია 2 შეტყობინება - 1 -დან 2 ჩათვლით (სულ 2)
ნაჩვენებია 2 შეტყობინება - 1 -დან 2 ჩათვლით (სულ 2)
- გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.
მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › ეზოები ან შიგა ეზოები.
მოგესალმებით კოლეგებო. 1206 ქვეთავით განისაზღვრება შიგა ეზოს სიგანე რომელიც ბუნებრივი განათების ან განიავების უზრუნველმყოფ გარე ღიობებს ესაზღვრება. ასეთი ეზო უნდა იყოს იგივე საკუთრებაზე, რომელზეც დგას შენობა.
მაინტერესებს თუ მიწის ნაკვცეთი განლაგებულია გზის პირას – გზის სიგანე საპროექტო ნაგებობასთან მიმართებაში უნდა ჩაითვალოს თუ არა შიგა ეზოს სიგანის ანგარიშში.
ასევე მაინტერესებს თუ საპროექტო ნაკვეთის გვერდით მოსაზღვრე სხვა ნაკვეთში მდებარეობს სერვიტუტი, რომელიც ესაზღვრება საპროექტო ნაკვეთს, რომელიც საპროექტო ნაკვეთის სასარგებლოდაა დადებული და რომელიც საპროექტი ნაკვეთის უფრო გრძელი მხარის საკადასტრო ხაზის მომიჯნავედ და პარალელურადაა განვითარებული – ასეთი სერვიტუტი შესაძლოა თუ არა ჩაითვალოს საპროექტო ნაგებობის შიგა ეზოს სიგანის ანგარიშში.
გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი მოსაზრებები. გმადლობთ
1206.1 ზოგადი. ეს ქვეთავი ეხება ეზოებსა და შიგა ეზოებს, რომლებიც ესაზღვრება ბუნებრივი განათების ან განიავების უზრუნველმყოფ გარე ღიობებს. ასეთი ეზოები და შიგა ეზოები უნდა მდებარეობდეს იმავე საკუთრებაზე, რომელზეც დგას შენობა. შესაბამისად საზოგადოებრივი გზა ვერ იქნება შიგა ეზო ან მისი ნაწილი. რაც შეეხება სერვიტუტს – სერვიტუტი ყოველთვის არის რომელიმე მიწის ნაკვეთის ნაწილი და სერვიტუტის შიგა ეზოდ ან მისი ნაწილად გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს რომელზეც სერვიტუტია დადებული.